x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა ყველაზე საძულველი ქვეყნები
image

იყო ძალისხმევა ტერმინის პოპულარიზაციაზე „სიძულვილი უნდა დასრულდეს“, რადგან ის იწვევს ტოქსიკურობას და იზიდავს უარყოფით ენერგიას. შეიძლება სიძულვილი შემცირდეს კიდეც, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ მხრივ არც ქვეყნებია გამონაკლისი! ადამიანებს შეუძლიათ სძულდეს ქვეყნები ისევე, როგორც სხვა ადამიანები. რა შეიძლება იყოს მიზეზი?


არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიძულვილი კონკრეტული ქვეყნის მიმართ.



გამოცემა Insaider Monkey-იმ გამოაქვეყნა იმ 30 ქვეყნის სია, რომელიც ყველაზე ძალიან სძულთ მსოფლიო მასშტაბით.საძულველ ქვეყნების სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ავღანეთი, არგენტინა, ყატარი, ჩრდილოეთ კორეა, იტალია, ინდოეთი, სირია, ისრაელი, ერაყი და ვატიკანიც კი.(სრული სია იხილეთ ამ ბმულზე)



ახლა კი გავეცნოთ ტოპ-3 ყველაზე საძულველ ქვეყანას მსოფლიოში.




3-რუსეთი


შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს მოწინააღმდეგედ ან კონკურენტად აღიქვამენ, ამასთან ერთად ინდოეთის, ჩინეთისა და თურქეთის მოკავშირედ ან სასიცოცხლო პარტნიორად. უკრაინაში აშკარა იმპერიული შეჭრის და მისი ასეთი დახასიათების მიუხედავად, რუსეთის დაუღალავმა რიტორიკამ დასავლეთის მცდელობებზე, ქვეყნის ნაწილებად დაშლის შესახებ აშშ-ს მეთაურობით, სხვა ქვეყნებში ალტერნატიული გამოძახილი ჰპოვა.

image


2-ამერიკის შეერთებული შტატები



ამერიკის სამხედრო ავანტიურების ისტორია და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებზე ფარული თუ აშკარა ჩარევა, იძლევა უფრო დამაჯერებელ ახსნას, თუ რატომ სძულს ამდენ ხალხს ამერიკა. თუმცა, აშშ-ს მთავრობის საგარეო ინტერვენციის ისტორია XXI საუკუნემდე გაცილებით ადრე დაიწყო და სცილდება სადავო ციფრებს. მართლაც, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაამხეს რამდენიმე დემოკრატია, რომლებსაც მასები უჭერდნენ მხარს.

image


1.ჩინეთი


ეს ქვეყანა განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში სძულთ.2021 წლის თებერვალში Pew Research Center-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა რიცხვი, რომლებსაც აქვთ უარყოფითი აზრი ჩინეთზე, გაიზარდა 46%-დან 2018 წელს 67%-მდე, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა.


ჩინეთის სიძულვილი მნიშვნელოვნად გამოიწვია პანდემიამაც, რომელიც სწორედ ამ ქვეყნიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში, არსებობს სხვა მიზეზიც, ჩინურმა სამრეწველო საქონელმა დაიპყრო თითქმის მთელი მსოფლიო, რამაც გამოიწვია ევროპული თუ ამერიკული პროდუქციის და ბიზნესის მნიშვნელოვნად შემცირება.

image


0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0