სხვა რატომ უნდა მივიტანოთ ყვავილი ქორწილში - კენტი, სამძიმარზე კი ლუწი რაოდენობით - ეს უნდა იცოდეთ! 2017, 22 აგვისტო, 8:49
როგორც წესი, მიიჩნევა, რომ ცოცხალ ადამიანს მხოლოდ კენტი რაოდენობით ყვავილი უნდა აჩუქო, ლუწი ყვავილისგან შემდგარი თაიგული თუ გვირგვინი კი მხოლოდ მიცვალებულებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული ცრურწმენა უკავშირდება წარმართობის ხანას, როცა მიიჩნეოდა, რომ ლუწი რაოდენობა დასრულებული და, შესაბამისად, მკვდარია. კენტ რიცხვებს კი, პირიქით, სიცოცხლის, განვითარებისა და აყვავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ცრურწმენა საფუძველს იაპონიიდან იღებს. იაპონური იეროგლიფი, რომელიც ციფრ 4-ს აღნიშნავს, ძალიან ჰგავს სიკვდილის აღმნიშვნელ იეროგლიფს. სასაჩუქრე თაიგულის შექმნის ხელოვნებაში არსებობს უამრავი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი წესი. მაგალითად, ყვავილები კენტად და ლუწად ითვლება მხოლოდ ათის ფარგლებში. ამის შემდეგ კი მათი კენტი თუ ლუწი რაოდენობა მნიშვნელობას კარგავს. სასაჩუქრე თაიგულში ლუწი რაოდენობით ყვავილის გამოყენების აკრძალვა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებობს. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კი პირიქით, უფრო მიღებულია ორი, ოთხი, ექვსი და რვა ყვავილისგან შემდგარი თაიგულები. კენტი რაოდენობით ყვავილებისგან შედგენილი თაიგულები შემდეგნაირად არის ინტერპრეტირებული: 1 ყვავილი - ითვლება ყურადღების ნიშნად. 3 ყვავილი - პატივისცემის სიმბოლოა. 5 ყვავილის ჩუქება მადლიერების გამოხატვას ნიშნავს. 7 ყვავილი ადრესატის მიმართ თქვენს ღრმა გრძნობას (სიყვარული, მეგობრობა...) გამოხატავს. 9 ყვავილი მორჩილებას და უსაზღვრო აღტაცემას გამოხატავს. 11 ყვავილს, როგორც წესი, მოყვარული მეუღლეები ჩუქნიან ერთმანეთს და "საერთო გულს, საერთო აზრს" გამოხატავს. 13 ყვავილის ჩუქება იუბილეზე, მრგვალ თარიღზე არის მიღებული, როგორც მარადიული სიყვარული სიმბოლო. მცირე რჩევა: თუ ქვეყნის ტრაციებს კარგად არ იცნობთ, იმისათვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ, უმჯოებსია სასაჩუქრედ აირჩიოთ ბევრი პატარა ყვავილისგან შექმნილი თაიგული - მასში ყვავილების რაოდენობის თვლას არავინ დაიწყებს. ასევე კარგი გამოსავალია, ქოთნის ყვავილის ჩუქებაც, რომელიც, როგორც წესი, დღეგრძელობისა და სიჯანსაღის სიმბოლოა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. არასოდეს გამოიყენოთ ამ ორი ფერის თეთრეული - მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 2. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 3. თუ თქვენ უფასო Wi-Fi-ს იყენებთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 4. რატომ არ შეიძლება სახლში ობობას მოკვლა - ეს ბევრმა არ იცის! 5. პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 1119 7-ს მოსწონს 1-ს არა
|