სიახლეები Porsche–მ მოგვითხრო, თუ როგორ გამოსცადა ახალი Cayenne 2017, 21 აგვისტო, 19:57 ![]() ქროსოვერმა, რომლის პრემიერა მალე შედგება, მრავალი ექსტრემალური ტესტი გაიარა. Porsche Cayenne –მ საერთო ჯამში 4, 4 მილიონი სატესტო კილომეტრი გადალახა, როცა გარემო ტემპერატურა –45 გრადუსიდან +50 გრადუსამდე იცვლებოდა. ავტომობილები გამოსცადეს დუბაიში, სიკვდილის ველზე, ჩინეთში, ალიასკაზე, შვედეთში, ფინეთში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, იაპონიაში და ახალ ზელანდიაში. ავტომობილი აგრეთვე გამოსცადეს გამძლეობაზე. ეგრეთწოდებულ ჰიდროპულსატორზე – ჰიდრავლიკურ სტენდზე, რომელიც ხელოვნურად შექმნილი ვიბრაციით ზემოქმედებს სავალ ნაწილსა და ძარაზე. ![]() გამოცდები ტარდებოდა როგორც კარგ გზებზე, ასევე ძნელად სავალ ადგილებში. ამასთან კომპანიაში აღნიშნეს, რომ ასეთი მძიმე დატვირთვები რეალურ პირობებში, რეალურ მყიდველებს პრაქტიკულად არ შეხვდებათ. ![]() ახალი თაობის Porsche Cayenne–ს პრეზენტაცია აგვისტოს ბოლოს იგეგმება, ხოლო პუბლიკის წინაშე შემოდგომაზე, ფრანკფურტის ავტოსალონზე წარსდგება. ადრე ქსელში გაჟონილი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, გარეგნულად რევოლუციური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. რაც შეეხება სალონს, აქ კი მრავალ სიახლეს ელიან. 33 შეფასება არ არის
|