x
image
ციცი
Mediator image
"მივმართავ ვინმე არაკაცს... სიგუას... 21 წლის სასწაული გოგო მომიკალი..."- "ჯემ ფესტზე" გარდაცვლილი გოგონას დედის სულისშემძვრელი წერილი

image
ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვლილი 21 წლის გოგონას, ნათია თავართქილაძის დედა, თაკო კობახიძე სოციალური ქსელით სულისშემძვრელ, ემოციურ წერილს აქვეყნებს:


"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა... გვენატრები...
ჩემო ტკბილო შვილო, ჩემო თბილო შვილო, ჩემო ჭკვიანო შვილო, ჩემო ნათელო შვილო, ჩემო სულით-ხორცამდე სპეტაკო შვილო, ჩემო ლამაზო შვილო....
მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას... სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს... არც მისი ფინანსური მაქინაციებია ჩემთვის საინტერესო. ის ნამდვილად ვიცი, როცა რაიმეს აფუძნებ და მთავარ კაცად მოგაქვს თავი, მაშინ პასუხისმგებელიც ხარ ყველაფერზე, პასუხისმგებელი ხარ იმ ტერიტორიის ყოველ გოჯზე, პასუხისმგებელი ხარ იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედზე. 21 წლის სასწაული გოგო მომიკალი და ბაცაცასავით გაიქეცი ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და ქედი მოგეხარა მის საფლავთან. შენ მარტო ნათია არ მოგიკლავს, შენ მისი დაც მოკალი, შენ მისი დედა დაასამარე სამუდამოდ. ასე რომ, პასუხი აგე სამ მიცვალებულზე. რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი, ამით ჩემს შვილებს არაფერი მოემატებათ. მიპასუხე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ ვისუნთქო...
პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი ჩემმა შვილმა და მთელი წელი ეფოფინებოდა. მუსიკა უყვარდა, უყვარდა სიმღერა, უყვარდა ზღვა და უშიშრად ცურავდა ზღვის კიდემდე. მეშინოდა ზღვაში არ დამეხრჩოსმეთქი, პირველად გავუშვი მარტო, დამოუკიდებლად და აღარც დამიბრუნდა.
მენატრები დე !!! მაპატიე, ვიცი ბრაზობ დედაშენი ასეთ დღეში რომ არის მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ყოფა, თუ ამას ყოფა ქვია. გამოუსადეგარი მცენარესავით ვარ, დავბორიალებ ოთახიდან ოთახში და ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემი ადგილი შენთან არის დე, შენთან...
იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ანგელოზად მოევლინე დანარჩენ სიკვდილისთვის განწირულ ახალგაზრდებს და გადაარჩინე მათი ოჯახები.
მიყვარხარ დედი, გვიყვარხარ დედიკო... ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და შენი სული ნათელში მიმყოფოს."

imageimageimageimage

image"თეთრი ხმაურის მოძრაობა" "Gem Fest"-ზე ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმიანება


"ნარკოტიკით კვდებიან სახლში, ეზოში, ქალაქში, სოფელში... ამის მიზეზი არ არის კონკრეტული ფესტივალი..."-ნანუკა ჟორჟოლიანი




3
467
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
467
  
2017, 21 აგვისტო, 17:33
მომკალით, მაგრამ არ მომწონს ფეისბუქგლოვა და რა ვქნააა(
2017, 19 აგვისტო, 10:56
როდესაც გაუკუღმართებულ ადგილას გაუშვებ შვილს და ხელს უწყობ ათასგვარად, ვერ ხედავ რა ჯობია მისთვის, საუბედუროდ ასეც გვემართება ხოლმე. სხვებისკენ კი იშვერენ ხელს და როგორც მშობელი სადაა პასუხისმგებლობაა? სოდომ–გომორია მეგობრებო ეგ თქვენი ტრაკების ქნევა და აი შედეგებიც არ აყოვნებს ათასგან ხდება. სადაც ეშმაკია იქავეა მოკვდინებაც ამათუ იმ ფორმებით.
2017, 19 აგვისტო, 10:50
რატო აკოპირებთ არმესმის რა ხალხიხართ ასეთი გულღრძო. ვიღაც საკუთარ უბედურებაზე წერს და ასაჯაროვებთ რა მერე გაგამდიდრაათ სხვისმა ჭირმა. თქვენი ასეთი ბეჩაობა რო გამოიყენონ გაგეხარდებაათ? ესე როგორ დავეცით რა. საკვირველია ისიც და დასაფიქრებელიც რო სოც ქსელებით გლოვა და მოთქმა არმესმის და მომკალი რა. თუ გტკივა პიარის თავიგააქ კლავიატურაზე წეროო. ეხ სუმთლად დაეცა ქართველი ერი და ერთმანეთის ჭირით ვძღებით და საკუთარი რო ჩდება მაშინუნდა გავიხსენოთ რა და რატო გვემართება. არშეიძლება ხალხო ცოტა გაიზრეთ რას აპიარებთ რა. !
0 1 3