x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და დედობა
imageზოდიაქოს ნიშანი ჩვენში დედობის ან მამობის უნარს და მის რაგვარობასაც განსაზღვრავს. ამიტომ გადავწყვიტე ამჯერად იმაზე ვისაუბროთ თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია დედობისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება, რომელს ურჩევნია შვილები ძიძას გააზრდევინოს და რომელმა ზოდიაქომ უნდა გააჩნინოს შვილი გაცილებით უფრო გვიან ასაკში.




მაშ ასე ვიწყებთ ვერძით

ვერძ ქალებს მიუხედავად იმისა რომ მათ შორის "გიჟი დედის" ტიპაჟს იშვიათად შეხვდებით, ძალიან ხშირად ყავთ ბევრი შვილი. თუ ბევრი არა სამი მაინც მაქსიმუმ. ვერძისთვის შვილის გაჩენა-გაზრდა საკმაოდ ადვილი, მარტივი და სახალისო პროცესია. თუმცა შვილზე გადამეტებული მზრუნველობა ტიპიურ ვერძ დედას არ ახასიათებს, მას უნად მისი შვილი დამოუკიდებელი და ძლირეი გაიზარდოს, ამიტომ დედური დამშვიდებები "ვინ დაგჩაგრა დედიკო, წავიდე ყურებს დავაჭრი" ვერძი დედისთვის უცხოა.



რაც შეეხება კუროს, მისთვის შვილის გაჩენაც და გაზრდაც ძალზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროცესია. თუმცა ორსულობის პერიოდში, ისედაც ჭამა-სმის მოყვარული კურო ქალები ხშირად ძალიან იმატებენ წონაში, რომლის დაგდებაც ბავშვის გაჩენის მერეც საკმაოდ უჭირთ. რაც შეეხება ბავშვთან დამოკიდებულებას, კურო მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. მას შეუძლია ღამეები უთენოს შვილს და მისი გულისთვის ყველანაირ მსხვერპლზე წავიდეს.




ტყუპი დედა კი შვილებთან დამოკიდებულებაში უფრო მეგობარია ვიდრე მშობელი. ამ ქალს საკუთარ შვილებთან დაქალურ-ძმაკაცური ურთიერთობა უყვარს. ამიტომ შვილები დედა ტყუპს იშვიათად უმალავენ რამეს. თუმცა განასაკუთრებული მიჯაჭვულობით ან გადამეტებული მზრუნველობით ტყუპი ქალი არასოდეს გამოირჩევა თავისი შვილების მიმართ. მეტიც, მათ გამო იგი საკუთარ მრავალრიცხოვან ინტერესებზე უარს არასოდეს იტყვის.


აი თუ ვინმეს შეიძლება ვუწოდოთ "მოწოდებით დედა" ეს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალია. კიბოსთვის შვილის ფენომენი, ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე ღირებული რამაა. შემთხვევითი როდია, რომ დედობას სწორედ კირჩხიბის თანავარსკვლავედი განაგებს. კიბო დედა საკუთარ შვილზე "გადამკვდარ-გადაგებული" დედების რიცხვს განეკუთვნება.მან უნდა იცოდეს თავისი ნაშიერის ყველა ნაბიჯი, ყველა ამოსუნთქვა და ყველა ემოცია, არა მარტო ჩვილობის, უკვე ზრდასრულ ასაკშიც კი. ამიტომ იშვიათი არაა რომ სწორედ კიბო დედის შვილები არიან, ცნობილი "დედიკოს" ბიჭები და გოგონები.


image






რაც შეეხება ლომ დედას, ამ ქალისთვის შვილი ეს ყველაზე დიდი და ძვირადღირებული სამკაულია ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, იგი მას (არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგო) ისე გაზრდის რომ მისით საამაყო სულ ქონდეს. აუცილებლად ასწავლის ცეკვას, სიმღერას, ატარებს სხვადასხვა წრეებზე, რათა მერე გაუთავებლად იამაყოს მისით. ამასთან ერთად კი ამ ყველაფრის პარალელურად ძუ ლომი, არც საკუთარ თავს და ინტერესებს დაივიწყებს. მე იშვიათად მინახავს ლომი დედა რომელიც საკუთარი კარიერის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე ზრდის შვილს. ეს იმიტომ რომ სამსახური ეს მეორე "სამკაულია" ლომისთვის. მისთვის კი მოგეხსენებათ ასეთი "სამკაულები" აუცილებელია ცხოვრებაში.



ხოლო რაც შეეხება ქალწულს, ამ ქალისთვის შვილი ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ზრუნვის ობიექტია. როგორც წესი, ქალწულები ამქვეყნად ყველას და ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, შვილის გაჩენა-გაზრდას კი დედა ქალწული გაათმაგებული პასუხისმგებლობით უყურებს. თუმცა განსხვავებით კიბო დედისგან, ქალწულ დედას იმის უნარი აქვს რომ საკუთარი შვილი "კალთაზე გამოკერებულ" დედიკოს ბიჭად ან გოგოდ არ გაზარდოს და მას ინდივიდუალური განვითარების საშუალება მისცეს.




პირველი ნაწილის დასასრული


მომდევნო ნაწილში დანარჩენ ექვსეულს განვიხილავთ, თვალი ადევნეთ ჩემს სტატიებს

5
2165
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
2165
  
2013, 26 აპრილი, 11:40
ჩემს შემთხვევაში არ ამართლებს აქ დაწერილი...
2012, 22 ივნისი, 16:38
მომეწონა კარგი იყო +1
2012, 19 ივნისი, 20:56
მართალია... შვილი ყველაფერია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
2012, 15 ივნისი, 13:10
ვეთანხმები მე კურო ვარ და ზუსტად დაემთხვა
0 1 5