სასმელები თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 2017, 15 აგვისტო, 11:32
ლუდს ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია - გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური თვისებები, ამცირებს კარდიოვასკულარულ დაავადებებს, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, ახდენს დემენციისა და კორონალური დაავადების პრევენციას, ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, გააჩნია სიბერის საწინააღმდეგო თვისებები, ასევე, პროფილაქტიკური და სამკურნალო თვალსაზრისით მისი მიღება შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის, ნაღვლის ბუშტის კენჭების, თირმელების, ოსტეოპოროზისა და ჰიპერტონიის დროს. ამასთან, არაჩვეულებრივად ხსნის სტრესს და კარგი შარდმდენი საშუალებაა. ლუდი ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ჩრდილო ამერიკასა და ევროპაში განსაზღვრულ საკვებთან ერთად მიირთმევენ. იგი შეიცავს უფრო მეტ პროტეინს და ვიტამინი B, ვიდრე ღვინო, თუმცა, ანტიოქსიდანტების შემცველობა ორივე სასმელში ერთნაირადაა წარმოდგენილი. ლუდის შემადგენელ ძირითად ნედლეულს სვია წარმოადგენს – ფლავონოიდების მდიდარი წყარო, რომელიც ძლიერმოქმედი ანტიოქსიდანტია. ლუდი განსაზღვრული მინერალების ძალიან კარგი წყაროა, რაც არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში. თუ მას ზომიერების ფარგლებში მიიღებთ (ერთი კათხა დღეში), დარწმუნებული იყავით, რომ ეს არაჩვეულებრივი სასმელი დიდ წვლილს შეიტანს თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაში. ლუდის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ სასმელის ღირებულებები და მისი სამკურნალო ეფექტი იმ შემთხვევაში გამოვლინდება, თუ ზომიერების ფარგლებში მოხდება მისი მოხმარება. კონკრეტულად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რა სახის პრობლემების პრევენციასა და გადაჭრაში ეხმარება, ქვემოთ მოგახსენებთ: კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური თვისებები: ფლავონოიდური ნაერთი Xanthohumol აღმოჩენილია სვიაში, რომელსაც ძირითადად ლუდის ხარშვისას იყენებენ. კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ის დიდ როლს თამაშობს სიმსივნის პროფილაქტიკის საქმეში, მათ შორის პროსტატის კიბოს პრევენციისას. ბიო მედიცინის თანახმად, ლუდი პოლიფენოლების ( აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას) კარგი წყაროა. ამ სასმელის სიმსივნესთან ბრძოლის ეფექტურობა დადასტურებულია, ისევე როგორც წითელი ღვინის.
ზრდის ძვლის სიმკვრივეს: კვლევების თანახმად, სასმელის ნორმის ფარგლებში მიღება ზრდის ძვლის სიმკვრივეს, შესაბამისად, ხელს უშლის მოტეხილობებისა და ოსტეოპოროზის რისკის განვითარებას. ებრძვის დიაბეტს: მეცნიერული დაკვირვების საფუძველზე, დადგინდა, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს. ანემიის პრევენცია: ლუდი ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12 კარგი წყაროა, რომლის დეფიციტმაც შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. ვიტამინი B12 ასევე უმნიშვნელოვანესია ნორმალური ზრდის, კარგი მეხსიერებისა და კონცენტრაციის ხელშეწყობისთვის.
დემენციის და კორონარული დაავადების პრევენცია: ლუდის მოხმარება ასევე ზრდის "კარგი ქოლესტერინის" დონეს 10 - 20 %, ამგვარად, მცირდება დემენციისა და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკი. ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას: კვლევების თანახმად დადგინდა ლუდის პოზიტიური თვისებები საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს გასტრინის, კუჭის მჟავას, ქოლეცისტოკინინისა და პანკრეასის ფერმენტების სტიმულირების პროცესს. ებრძვის თირკმელებში ქვების განვითარებას და ოსტეოპოროზს: როგორც აღმოჩნდა, ლუდში მაღალია კალიუმის შემცველობა, ხოლო ნატრიუმის – დაბალი. ეს სასმელი მაგნიუმის მდიდარი წყაროა, რის შედეგადაც თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი მცირდება. ამასთან, ლუდი შეიცავს სილიკონს, რომელსაც ორგანიზმი ითვისებს – სწორედ ამით აიხსნება მისი დამცავი ეფექტი ოსტეოპოროზის წინააღმდეგ. ხსნის სტრესს: ისევე როგორც სხვა ალკოჰოლური სასმელები, ლუდი ხსნის სტრესს და ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს. აქვს შარდმდენი ეფექტი: ლუდი მოქმედებს როგორც კარგი შარდმდენი საშუალება, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.
ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს: ხსნადი ბოჭკოების მდიდარი წყაროა, რომელიც ზოგადად ხელს უწყობს ჯანმრთელობას – სარგებლობა მოაქვს გულისთვის და ამასთან, ასუფთავებს კუჭ ნაწლავის ტრაქტს. სასმელის ნორმის ფარგლებში მიღება გავლენას არ ახდენს სხეულის წონაზე.
გაფრთხილება: დაიმახსოვრეთ, რომ ლუდის ჭარბი რაოდენობით მოხმარება ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და სრულიად ანეიტრალებს მის სამკურნალო ღირებულებებს! დაიცავით ყველაფერში ზომიერება და იყავით ჯანმრთელები! ასევე დაგაინტერესებთ: რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით! რატომ უნდა დავლიოთ დღეში 1 ჭიქა ვისკი. რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ამ უნიკალურ სასმელს ნივრის ლიქიორი – კურნავს 100 დაავადებას! ინდოეთში ამ რეცეპტს უკვდავების ელექსირს ეძახიან! 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს! ერთი ჭიქა ღვინო თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად 5 სასარგებლო სასმელი გულისთვის 1633 11-ს მოსწონს |
ლუდს ვენერიული დაავადების გამოვლენაც შეუძლია, მეცნიერულადაა დადასტურებული...