სასმელები რატომ უნდა მივიღოთ გვირილის ჩაი? აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში 2021, 9 ივლისი, 10:09 გვირილის ჩაი პოპულარული სასმელია, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მისი მთავარი სასარგებლო თვისებებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: ძილის რეგულაცია, იმუნიტეტის გაძლიერება, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხელშეწყობა, კანის დაცვა, სტრესისი დონის შემცირება, მენსტრუალური სპაზმების შემსუბუქება. ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობით, უნარი აქვს შეამციროს დიარეა და მუცლის შებერილობა. რა არის გვირილის ჩაი?გვირილის გამხმარი ყვავილები გამოიყენება, როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება. მისგან ამზადებენ ასევე საფენებს. გვირილის მიღების ყველაზე პოპულარული ფორმაა ჩაი. მისი ესპანური სახელია მანზანილას ჩაი. ამ მცენარეს ბევრი ფორმა აქვს, ასე რომ გვირილის ჩაი, აღმოჩენილი მსოფლიოს ერთ ნაწილში, შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვა გვირილის ჩაისგან, თუმცა, ძირითადი კომპონენტები საკმაოდ მსგავსია და აქვს ერთნაირი ეფექტი. კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანული გვირილის ყვავილები შეიცავს სასარგებლო ნაერთების და მკვებავ ნივთიერებების ყველაზე ძლიერ კონცენტრაციას, რითაც ამდიდრებს ორგანიზმს რეგულარულად მიღების შემთხვევაში. გვირილის ჩაის აქვს მიწისა და ყვავილების სასიამოვნო გემო. ის ცნობილია თავსი სამკურნალო, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. მასში შემავალ ფლავონოიდებს, სესქვიტერპენებს (ხშირად ასოცირდება ანტისეპტიკურ, ანტიბაქტერიულ ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან) და სხვა ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეუძლია მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ მას სასმელის სახით იღებენ, გვირილის ექსტრაქტი გამოიყენება კაფსულებში და არომათერაპიულ ზეთებში. გვირილის ლოსიონს ჩვეულებრივ მოიხმარენ კანთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვილებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, როგორიცაა საპნები, შამპუნები, ჰიგიენური სველი ხელსახოცები პოპულარულია დამამშვიდებელი თვისებების გამო. გვირილის ჩაის მკვებავი თვისებებიUSDA –ის თანახმად გვირილის ჩაი ბევრ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს მცირე დოზებით: კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თიამინი, რიბოფლავინი და ვიტამინი A. სხვა მკვებავ ნივთიერებებში შედის ფოლატი, რკინა და თუთია. ერთი ფინჯანი გვირილის ჩაი (237 მლ.) ორგანიზმს უზრუნველყოფს 2 კკალ ენერგიით, 0.47 გ. ნახშირწყლებით. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიმოდი გადავხედოთ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ საოცარ სასმელს ჩვენი ორგანიზმისთვის: ხელს უწყობს ძილსThe Journal of Clinical Pharmacology-ში გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, გვირილის ჩაი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ძილის მომგვრელი საშუალება, განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ებრძვის ძილის აპნოეს და ძილში შფოთავს. ერთი ფინჯანი თბილი გვირილის ჩაი სწრაფად დაგეხმარებათ დაძინებაში და ამასთან, დილით უფრო მხნედ იგრძნობთ თავს. მისი მიღება განსაზღვრულად რეკომენდირებულია დედებისთვის მშობიარობის შემდგომ პერიოდში ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად. შეუძლია შეამციროს ანთებითი პროცესებითუ კუჭი გაქვთ გაღიზიანებული – მუცლის შებერვით დაწყებული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით დამთავრებული, გვირილის ჩაი ნამდვილად დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. მისი ძლიერი ანტისპაზმური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეფექტურია კუჭისა და ნაწლავის კრუნჩხვების სამკურნალოდ. გვირილის ჩაის რეგულარული მიღება ეხმარება ისეთი პრობლემების შემცირებას, როგორიცაა გულისრევა, კუნთების სპაზმები, კუჭის გრიპი და გასტროენტერიტი. ოჰაიოს შტატის ვექსნერის სამედიცინო ცენტრის თანახმად მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ებრძვის მეტეორიზმს და ხელს უწყობს მარტივ დეფეკაციას. ამასთან, მას შეუძლია შეამსუბუქოს ტკივილები და სპაზმები კუჭის წყლულის შემთხვევაში. სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვისჟურნალ Agricultural and Food Chemistry -ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გვირილის ჩაი სასარგებლოა ადამიანებისთვის დიაბეტის დიაგნოზით. ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და არეგულირებს ინსულინის რაოდენობას, მასში შემავალი ძლიერი ორგანული ქიმიკატები ხელს უშლის სისხლში შაქრის მკვეთრ ვარდნას და აწევას – დადგენილია კიდევ ერთი ჩატარებული კვლევის მიერ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Endocrinological Investigation-ში 2015 . ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობასბოსტონის ტაფტის უნივერსიტეტის (Tufts University) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ გვირილის ჩაის შეუძლია შეამციროს სისხლის არტერიული წნევა და ცუდი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, გახადოს თქვენი გული უფრო ჯანმრთელი. მეორე კვლევამ გამოავლინა, რომ მისი რეგულარული მიღება ასევე ამცირებს სხვადასხვა კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკს. აძლიერებს იმუნურ სისტემასგვირილის ჩაიში არსებული ფენოლური ნაერთები ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას და ხელს უშლის ინფექციების განვითარებას. ჩაიში შემავალი მეორე ნაერთი კი ებრძვის გაციებას, გრიპს, ზედა სასუნთქი გზების ანთებას. ამშვიდებს სტრესსგვირილის ჩაის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თვისებაა სტრესთან და შფოთვასთან გამკლავება. ხანგრძლივი და დამქანცველი დღის ბოლოს ამ თბილი ბუნებრივი სასმელის მიღება ზრდის სეროტონინისა და მელატონინის დონეს ორგანიზმში. აღნიშნული ჰორმონები წარმატებით უმკლავდება სტრესსა და ღელვას. ასევე ეფექტურია თავის ტკივილის და შაკიკის დროს. დღეში ერთ-ორი ფინჯანი გვირილის ჩაი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ქრონიკული სტრესის დაძლევაში. სამეცნიერო კვლევების მიერ დადასტურდა რომ გვირილის ჩაი ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს ქალებში მშობიარობის შემდგომ პერიოდში სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვისანთების საწინააღმდეგო თვისებების და მდიდარი ანტიოქსიდანტური ბუნების გამო, გვირილის ჩაის მხოლოდ სასმელად არ იყენებენ. მას შეუძლია შეამსუბუქოს კანის გაღიზიანება და ისეთი კანის დაავადება, როგორიცაა ეგზემა. ჩაი მნიშვნელოვნად ეხმარება შეხორცების პროცესს და ხელს უშლის სახეზე ლაქების და ნაოჭების განვითარებას. ჟანგვითი სტრესის აღმოფხვრით და იმუნური პასუხის გაძლიერებით, მას შეუძლია საოცრებები მოახდინოს თქვენი კანისთვის. ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებასგვირილის ექტრაქტი ასტიმულირებს ოსტეობლასტების აქტივობას, უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ ძვლის ქსოვილის ფორმირებაში. ამგვარად, ჩაი ხელს უწყობს ძვლის სიმკვრივის ზრდას და ანელებს ოსტეოპოროზის მავნე ზემოქმედებას. ამსუბუქებს მენსტრუალურ ტკივილსგვირილის ჩაის ანთების საწინააღმდეგო თვისებას შეუძლია ეს რელაქსატორი პოპულარული გახადოს ქალებში, როცა საქმე ისეთ მენსტრუალურ სიმპტომებთან გამკლავებას ეხება, როგორიცაა – მუცლის შებერვა, სპაზმები, შფოთვა, ოფლიანობა, უძილობა და ხასიათის ცვალებადობა. გააჩნია ანტიალერგიული თვისებებიგვირილის ჩაი არეგგულირებს იმუნურ პასუხს ორგანიზმში არსებულ ალერგენებზე. მუშაობს როგორც ანტიჰისტამინური საშუალება. შესაბამისად, ამშვიდებს მთელს სხეულში არსებულ ალერგიულ რეაქციებს. გაფრთხილება: ეხება ფეხმძიმე ქალებს და ამასთან იმ ქალბატონებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ჩვილებს, რადგან გვირილის ჩაის გადაჭარბებულმა მოხმარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) თანახმად, მას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ძილიანობა, თვალის გაღიზიანება, ღებინება და გულისრევის შეგრძნება. ასე რომ, ყოველთვის მიიღეთ ეს სასმელი ზომიერად! ასევე დაგაინტერესებთ: რა მოხდება, თუ უზმოზე ზეითუნის ზეთს მიიღებთ? შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს სელის ზეთი – კურნავს ბევრ დაავადებას! რატომ, როგორ და ვინ უნდა მიიღოს? ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიქონიოთ სახლში ჩაის ხის ზეთი რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს! მცენარე საოცარი თვისებებით, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს 2195 6-ს მოსწონს
|