სასმელები როგორ ყავას სვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – მოამზადეთ და დააგემოვნეთ 2015, 1 სექტემბერი, 17:45 წარმოიდგინეთ ახლად მოხარშული ყავის არომატი – სიტყვები საკმარისი არ იქნება, რომ ეს საოცარი სასმელი აღვწეროთ. მილიონობით ადამიანის დილა იწყება ერთი ფინჯანი გამამხნევებელი ყავით. ყველა ქვეყანაში მომზადების საკუთარ საიდუმლოს ფლობენ. სტატიაში გაგიმხელთ რამდენიმე მათგანს. კვერცხიანი ყავა (ვიეტნამი) რეცეპტის შემადგენლობაში შედის კვერცხის გული, შესქელებული რძე, შაქარი და ცხელი ყავა. ფინჯანში თავდაპირველად დებენ ლაპლანდიურ ყველს, შემდეგ ცხელ ყავას ასხამენ. ესპრესო რომაულად (იტალია) ესპრესო ერთი ნაჭერი ლიმონით. სანამ მიირთმევთ, ხის კოვზით ლიმონს წვენი გამოადინეთ – ფინჯანის კედელზე ან ძირზე დაწოლით. ლაგრიმა (არგენტინა) რძის ქაფში ურევენ ყავის რამდენიმე წვეთს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს უფრო რძეა ვიდრე ყავა. ბონბონი (ესპანეთი) ეს არის ესპრესო შესქელებული რძით. თუ ნახევარს ჩვეულებრივ რძეს შევურევთ, ნახევარს კი შესქელებულს, მაშინ გამოვა leche y leche.
ყავა სანელებლებით (მაროკო)
ამ არაჩვეულებრივი ფინჯანი ყავის მოსამზადებლად სეზამის მარცვლებს, შავ პილპილს, მუსკატის კაკალს და ყავის მარცვლებს ფქვავენ. შედეგად გამოდის... ძალიან ძლიერი სასმელი.
ყავა ჩაით (ჰონკონგი)
ჩაისა და ყავის ნარევი რძესთან ერთად შთაბეჭდილებას ახდენს პირველივე ყლუპიდან! ამისათვის დაგვჭირდება 4 პაკეტი შავი ჩაი, პილპილი, შესქელებული რძე და 2 ჩაის კოვზი ყავა.
ფრაპე (საბერძნეთი)
ფარისეი (გერმანია)
ეს სასმელი გერმანიაში იმისთვის მოიგონეს, რომ ალკოჰოლი შეენიღბათ ოჯახურ წვეულებებზე. ათქვეფილი ნაღების ქუდის ქვეშ, რომისა და ყავის საკმაოდ დიდი დოზა იმალება.
ტოუბა (სენეგალი)
ყავის მოხლისას უმატებენ გვინეური პილპილის მარცვლებს. თავად სასმელი იხარშება როგორც ფილტრიანი ყავა.
ყავა ნივრითა და თაფლით (თურქეთი)
ძალიან პოპულარული სასმელია თურქეთში. ამ ყავას კიდევ "მოხუცი მავრის რეცეპტს" უწოდებენ.
ყავა რომითა და ფორთოხლით (იამაიკა)
იამაიკა, უპირველეს ყოვლისა, რომთან ასოცირდება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ როდესაც იამაიკურ ყავას ამზადებენ, მასში ამ მაგარ ალკოჰოლურ სასმელს ურევენ.
323 6-ს მოსწონს
|