საზოგადოება ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ? 2017, 11 აგვისტო, 17:03 ფოტოსურათი, რომელზეც ქალი დგას აეროპორტის სალაროსთან და ბილეთს ყიდულობს, მომენტალურად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. ამის მიზეზი კი ერთი გულისამაჩუყებელი ისტორია გახდა. თავდაპირველად ეს ფოტო სოც. ქსელში ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა და მას ისტორიაც დაურთა. როგორც მინაწერიდან ირკვევა, ის აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა: ერთი მამაკაცი 2 წლის ქალიშვილთან ერთად, რეგისტრაციას გადიოდა და მან მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ბილეთი ბავშვისთვისაც უნდა აეღო. მამაკაცი ამ ფაქტმა შეაშფოთა, რადგან ბილეთისთვის საჭირო თანხა არა ჰქონდა. დაღონებული გვერდით გავიდა და რამდენიმე ზარი განახორციელა. მაგრამ, მისი სახით თუ ვიმსჯელებდით, ფულის შოვნა ვერ მოახერხა. ჩაეხუტა თავის გოგონას და იმედგაცრუებული, იქვე ჩამოჯდა. ბავშვის მამამ ბილეთი გამოართვა, გადაეხვია ქალს და მისამართი სთხოვა, რომ ვალი დაებრუნებინა. მაგრამ, ქალმა უთხრა, რომ ფულის გადახდა საჭირო არ იყო და ამასთან დაკავშირებით, ნერვიულობაც არ ღირდა.
* გულისამაჩუყებელი იგავი ადამიანზე, რომელსაც სულელს ეძახდნენ… 452 7-ს მოსწონს
|