x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«კატურ» – ქართული ვიზუალური ლექსიკონი. გაიგეთ რისი თქმა უნდა თქვენი ოჯახის ფუმფულა წევრს
image


ყველამ იცის, რომ კატები — ყველაზე არალოგიკური და არაპროგნოზირებადი შინაური ცხოველები არიან. რთულია იმის გაგება, თუ რა ხდება კატის თავში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ საკუთარი ენა აქვთ და მისი შესწავლის შემთხვევაში, თქვენ უკეთესად შეძლებთ კატების გაგებას.

image

image

ზევით აწეული კუდის ბოლო თუ დახვეული აქვს – კატა ბედნიერეი


image

image

image

ზევით აწეული კუდი თუ დროდადრო ირხევა – აღგზნების ან შფოთვის ნიშანია

imageimage

image

თუ აწეულ კუდზე ბეწვი გაშლილი აქვს – ის ძლიერ არის აღგზნებყლი ან მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობს

image

image

image

თუ ზევით აწეული კუდი მსუბუქად ვიბრირებს – აღელვებულია და თქვენი ნახვა უხარია

image

image

image

თუ კუდი ზევით აქვს აწეული, ხოლოს სხეულს ნომრის სიმბოლოს ფორმა აქვს მიღებული – მეტისმეტად აგრესიულია და თავდასხმისთვის ემზადება

image

image

image

კუდი თუ გაშვერილი აქვს, საკმარისად დაბალ დონეზე, – ან გაბრაზებულია ან შეშინებული

image

image

image

კუდი თუ ქვედა დონეზეა და ოდნავ მიჭერილი აქვს – შეშინებულია ან დანაშაულის გრძნობა აწუხებს

image

image

image

თუ კუდი ზევით აქვს აწეული და აქეთ-იქით აქნევს – გაბრაზებულია ან თამაში უნდა

image

image

image

გაფართოვებული თვალის გუგები – ძლიერ გრძნობებზე მიუთითებს: აღგზნება, შიში, აგრესია.

image

image

image

თუ კატა თვალებში გიყურებთ – ე. ი. ის გენდობათ და თქვენთან თავს კარგად გრძნობს

image

image

image

თვალების ნელი ხამხამი – კომფორტულად და უსაფრთხოდ ყოფნის ნიშანია

image

image

image

თუ კატა ფეხზე გეხახუნებათ – ე. ი. თქვენს «დაკანონებას», საკუთარ «ტერიტორიად» მონიშვნას ცდილობს.

image

image

image

თუ სველი ცხვირით გეხებათ – თქვენდამი ნდობის დემონსტრირებას ახდენს

image

image

image

კატის მიერ ფეხზე თავს, გვერდს ან კუდის გასმა – მისალმების ნიშანია

image

image

image

თავის მსუბუქი ხახუნი – თქვენდამი კეთილგანწყობის და სიმპათიის გამოხატვას ნიშნავსა

image

image

image

როდესაც კატა წინა თათებს მორიგეობით ეყრდნობა – თავს კარგად გრძნობს და თამაში უნდა

image

image

image

კატა თუ გლოკავთ – ე. ი. საკუთარი ოჯახის წევრად მიგიჩნევთ

image

image

image

თუ კატა თმას გილოკავთ, გიჩეჩავთ და თქვენს «დაბანას» ცდილობს – ესეც თქვენდამი დიდი სიყვარულის გამოხატულებად მიიღეთ

image

image

image

ის ხელზე მსუბუქი კბენით განიშნებთ, რომ – თქვენთან ურთიერთობის სურვილი არა აქვს

image

image

image

თუ კატა ცხვირს ზემოთ ასწევს და თავიც ოდნავ აქვს გადაწეული – გეუბნებათ: «მე შენ გხედავ»

image

image

image

თუ ყურები თავზე აქვს მიკრული – რაღაცის ეშინია, ნერვიულობს ან თამაში უნდა. ასევე, ეს ჟესტი, რაღაცით დაინტერესების ნიშანიიც სრის.

image

image

image

თუ კატას ენა ოდნავ აქვს გამოყოფილი და ტუჩებს ილოკავს – რაღაცაზე ნერვიულობს და თქვენგან დახმარებას ელის

image

image

image

image

* მოკლე და მკვეთრი წაკნავლებით, კატა ადამიანს ესალმება ან საკუთარი მისვლის შესახებ ატყობინებს.

image

* ხანგრძლივი კნავილი იმის ნიშანია, რომ კატა მოხარულია თქვენი ხილვით. ასე მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იყო სახლში.


* საშუალო სიმაღლის ხმაზე კნავილი – რამის (მაგ. საკვების ან წყლის) თხოვნის ნიშანია.


* ხმამაღალი და ხანგრძლივი კნავილი – დაჟინებით თხოვნას, მოთხოვნას ნიშნავს.


* მოგუდული, ყრუ კნავილი – წუწუნს, უკმაყოფილებას ან ჩხუბისთვის მომზადებას ნიშნავს.


* კრუტუნი – კარგად ყოფნას და დიდი სიამოვნების განცდას ნიშნავს.

image

* შიშინი – აგრესიის ან თავდაცვის ნიშანი არის. ასეთ ხმას კატა მაშინ გამოსცემს, როდესაც ნაწყენია, საფრთხეს გრძნობს ან ჩხუბისთვის ემზადება.

image

image

image


* თუ კატა ხელში გყავთ და იატაკზე გინდათ დასმა, მანამდე არ გაუშვათ ხელი, ვიდრე ყველა თათს ძირს არ დადგავს. ის ქვეცნობიერად ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რომ სწორედ დახტეს და ფეხები არ დაიზიანოს და თუ თქვენც გაუფრთხილდებით მის თათებს, ამით კატის ნდობის და კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ.


* თუ იატაკზე გადაჯვარედინებული ფეხებით დაჯდებით და კატას შეხედავთ, ის თქვებს ქცევას, მეგობრულ ჟესტად მიიღებს და თქვენთან მოვა მოსაფერებლად.


* თუ გინდათ, რომ კატამ მოფერების უფლება მოგცეთ, გაიშვირეთ მისკენ ხელი და შუა თითი, სხვა თითებთან შედარებით, უფრო ქვემოთ დასწიეთ. კატა დაიწყებს თქვენს ხელზე ცხვირით ან სახით ხახუნს. ის შეეცდება, რომ ხელი მაქსიმალურად კომფორტული გახადოს მოფერებისთვის.


* თუ კატა დამალულია, ის მხოლოდ მაშინ გამოვა, თუ ოთახში მარტო დარჩება ან მშვიდი საუბრის ხმას გაიგონებს.


* როდესაც კატას ხელში იყვანთ, ძალიან არ მოუჭიროთ ხელები – მან ასეთი მოპყრობა, შეიძლება, აგრესიად მიიღოს და დაგკაწროთ ან გიკბინოთ.


* თუ არ გინდათ რომ პრობლემები შეგექმნათ კატის ქცევასთან დაკავშირებით ან არასასურველი კნუტები გაჩნდნენ თქვენს სახლში, სტერილიზაცია გაუკეთეთ, როგორც კი კატა შესაფერისი ასაკის გახდება. მამრი კატების კასტრირება აუცილებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, რომ ის ტერიტორიის მონიშვნას არ დაეჩვიოს.


* თუ კატა რამეს დააშავებს, საყვედური მტკიცედ და მკვეთრად გამოთქვით, მაგრამ ხმა ბუნებრივი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, მთავარი ინტონაცია არის. თუ ასე იშვიათად ესაუბრებით კატას, ანუ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, ის ამ ფაქტის ასოცირებას ცუდ საქციელთან მოახდენს და მიხვდება, რომ მისით კმაყოფილი ხართ.


* კატისთვის რამის აკრძალვა თუ გინდათ, მკვეთრად უნდა დაუშიშინოთ, ისევე, როგორც ამას კატა აკეთებს, აგრესიის დროს.


* თუ მოთმინებას გამოიჩენთ, კატის მიჩვევაც შეიძლება ბრძანებების შესრულებაზე, ისევე როგორც ძაღლის. მისთვის თათის მოწოდების სწავლებაც კი შეიძლება.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageკატები – ყველაზე საოცარი არსებები დედამიწაზე (+ გულისამაჩუყებელი ფოტოები)

15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

რას ნიშნავს – იყო კატა? მეცნიერებმა კატებზე დაკვირვების უახლესი შედეგები გამოაქვეყნეს

10 საინტერესო ფაქტი კატების შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ

ნეტა ყველას შეეძლოს ასეთი სითბოსა და სიყვარულის გაცემა...


1
363
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
363
  
2017, 16 აგვისტო, 21:38
კატურ კი არა ისეთი ლექსიკონი გამოუშვით მთავრობამ და 150-მა უსაქმურმა ხალხის ენა რომ გაიგოს
0 1 1