ნინო რატიშვილი:ხალხო, ინგლისურ ენაზე ხართ ოკუპირებულები???!!!
2017, 6 აგვისტო, 19:45
სულ ახლახან სოციალურ ქსელ ფეისბუქში წამოიწყო კამპანია, რის მიხედვითაც საშუალება გეძლევათ თქვენს პროფილის სურათზე გამოჩნდეს წარწერა ინგლისურად:"მე ვარ საქართელოდან ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთისგანაა ოკუპირებული."
მედია-კავშირი ობიექტივის ჟურნალისტი ნინო რატიშვილი ამ კამპანიას სოციალური ქსელით ეხმაურება:
"ხალხო, ინგლისურ ენაზე ხართ ოკუპირებულები???!!! პირადად მე, ქართულ ენაზე მაქვს სამშობლო გაგლეჯილ-გამოგლეჯილი!!!
ჩვეულებრივი დემაგოგიური პოსტია -! ინგლისურ ენაზე იმიტომ გადავთარგმნე ეს წინადადება 2 წლის უკან, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაეგოთ და მოესმინათ ამ საერთაშორისო ენაზე! მიხარია, რომ ჩვენს მიერ 2 წლის უკან შექმნილი ეს სლოგანი მსოფლიოს ქართველობამ მთლიანად აიტაცა და გაავრცელა!