რელიგია საქართველო პატრიარქს ილია მეორეს მატერიალური ქონება არ გააჩნია 2017, 6 აგვისტო, 18:06 ჟურნალმა “ინდიგომ" ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 5000-ზე მეტი დოკუმენტის ანალიზის შედეგად დაიდო.
მათ “საპატრიარქოს კაპიტალის“ პრეზენტაციაზე მდიდარი და უქონელი მეუფეების სია წარმოადგინეს. თემაზე მუშაობისას ისინი საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობოდნენ. “სინოდის 47 წევრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მფლობელები არიან ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი და ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე... წმინდა სინოდის 47 წევრიდან, მხოლოდ 6 არ ფლობს რაიმე მატერიალურ ქონებას. მათ შორის არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II“ - აღნიშნულია კვლევაში. სინოდის წვერთაგან, რომელთა სახელზე რეგისტრირებული არ არის მატერიალური ქონება არიან: ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, დმანისასა და აგარაკ-ტაშირის მთავარესპიკოპოსი ზენონი, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა და გურჯანიისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე. ეკლესიამ 2002 წლიდან დღემდე სახელმწიფო ხაზინიდან, სულ მცირე 285 მილიონი ლარი მიიღო.ამის გარდა 1997 წლიდან დღემდე, საპატრიარქომ 40 კომპანია დააფუძნა და 4 სხვა კომპანიაში წილი შეიძინა. საპატრიარქოს ბიზნეს ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია: განათლება უპირობო ლიდერია.44 კომპანიიდან 22-ის საქმიანობის სფერო სწორედ განათლებაა, მას მოჰყვება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ჯანდაცვა და მედია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კაპიტალი საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დღემდე შეუჩერებლად იზრდება.საპატრიარქოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ საპატრიარქო ფლობს და განაგებს ტერიტორიას, რომელიც თითქმის ბათუმის ხელაა.მიწის საერთო რაოდენობა 6270 ჰექტარია. 128 7-ს მოსწონს 1-ს არა
|