x
image
ციცი
Mediator image
"ქუჩაში, მარკეტებში უცხო ხალხი მაჩერებს..."- მაიკო კაჭკაჭიშვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო
image

image
კომპოზიტორმა და მუსიკოსმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა კუჭზე ქირურგიული ოპერაციის ჩარევის შედეგად წონაში საკმაოდ დაიკლო. მან 4 თვის განმავლობაში 40 კილოგრამის დაკლება შესძლო და სასურველ წონამდე კიდევ 10 კილოგრამის დაკლება სჭირდება. სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე მაიკო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს ის შედეგი, რასაც მან ოპერაციის წყალობით მიაღწია:

"როგორი ბედნიერი ვარ და როგორ მიხარია ვერ აგიხსნით რომ ძალიან ბევრი გოგოს სტიმული გავხდი როგორც მეუბნებით და მწერთ.... უკვე ბევრმა გაიკეთა ოპერაცია და დეტალებსაც კი მწერენ. ბევრი სწორ კვებაზე გადავიდა და იმასაც მწერენ რამდენს იკლებენ.... მიდით გოგოებო განიცადეთ უდიდესი სიამოვნება და მეც უფრო დიდი სტიმული მეძლევა თქვენით... ქუჩაში, მარკეტებში უცხო ხალხი რომ მაჩერებს და მეუბნება -"რა კარგად გამოიყურებით" ბედნიერებისგან ვივსები... მე ჯერ არ დამიმთავრებია, ასე რომ შემომიერთდით !!!
დიდი მადლობა ყველას, რომ არ იშურებთ ამდენ სითბოს..."image

ფეისბუქ მეგობრები აღფრთოვანებულნი არიან მაიკო კაჭკაჭიშვილის გარდასახვით:


"თქვენი სიხარული მიხარია ძალიან... იმედი მაქვს ერთხელაც მეც ვაჯობებ ჩემ თავს, მართლაც სტიმული ხართ..."

" მაიკო, თქვენი ფანი ვარ ასეც და ისეც... მე სულ მომწონდით... წარმატებები ბევრი, ბევრი.
პ.ს მე 30 კგ დავიკელო 6 თვეში. ესეც ისე, სტიმულისთვის. მთავარია მოინდომო, ყველაფერი გამოვა."

"აუ სასწაული შედეგია! იცი როგორ მიხარია? მეც მუდმივად მაქვს წონის პრობლემა და ვიცი ყველა ნიუანსი რა მოყვება მას ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, და რომ ვხედავ როგორ მოდიხართ სტიმულზე და ენერგიაზე, გაღვიძება რომ გიხარია და ტანსაცმლის მორგება♡ მართლა მიხარია..."

"უმაგრესი და უნიჭიერესი ადამიანი, უკარგესი დედა და ახლა უკვე ულამაზესი ქალი...მაიკო, მიყვარხარ და პატივს გცემ..."image

0
3513
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
3513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0