x
image
ციცი
Mediator image
"ეს დღეები სულ ვწევარ, ადგომის სურვილიც არ მაქვს..."-მაიკო კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტი.

image
მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი თავის სულიერ მდგომარეობას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოხატავს:

"ძალიან რთულია ეს ყველაფერი გადმოვცე ისე როგორც მე ვფიქრობ, ეს დღეებია სულ ვწევარ, ადგომის სურვილიც არ მაქვს, არც ადამიანებთან ურთირთობის, გაღიმების და ასე შემდეგ... უამრავი საქმის მიუხედავად ვერაფრით ვდგები ლოგინიდან, პირველად დამემართა ასეთი რამ! არც სულის ტკივილს ვგრძნობ და არც სხეულის, უბრალოდ არაფერს ვგრძნობ.... რთული ადამიანი ვარ კი ბატონო, რაც ცნობირება მაქვს ეს იქედან მოყოლებული ვიცი, მძიმე ხასიათების, და ჯიუტი... ერთადერთი რაღაცის მშურდა მთელი ცხოვრება, თუ როგორ გამოხატავდა ხალხი სითბოს თავიანთი ახლობლების დედის, მამის და დის მიმართ... 35 წლის ასაკში ერთხელაც არ მოვფერებივარ დედას და მამას, ხანდახან შორიდან შევხედავ დედაჩემს და გული მიკვდება ისე მინდა ჩახუტება, მაგრამ ვრაფრით ვერ ვერევი თავს. ამ სიყვარულს ვინც მიყვარს მათ მიმართ გულით ვატარებ და სხვას ვერაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს გაიგონ... ვერ ვუხსნი ვერავის ვერაფერს რაშიც თუნდაც დამნაშავედ მთვლიან, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან უცნაურ კავშირშია.... და მირჩევნია გავჩუმდე და გავიდე, ასე რომ ადამიანებზე დასკვნას ნუ გააკეთებთ თქვენ 1%-თაც არ იცნობთ მათ!!!! მე კიდევ ამ ყველაფერს ვინანებ, მაგრამ გვიან იქნება... დავწერე იმიტომ, რომ ესე ბევრად ადვილია თქმა იმისა რაც გტკივა..."

როგორც მოგეხსენებათ მაიკოს შვილი, დათუნა ლაზარაშვილი "იქს ფაქტორის" ერთ-ერთი კონკურსანტი იყო, რომელმაც ვერ მოახერხა ფინალში გასვლა. თუმცა იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონაწილე იყო და უამრავი გულშემატკივარიც ყავდა. მაიკო კაჭკაჭიშვილის ფეისბუქ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მისი ასეთი მდგომარეობა "იქს ფაქტორს" უკავშირდება, ვინაიდან იგი ემოციებისგან დაცლილია და დასვენება სჭირდება.image

0
1232
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0