მუსიკა "რადგან მივდივარ ევროპასა შინა, ვყიდი ამ რაღაცეებს..."-ნუკა კვალიაშვილი საქართველოს ტოვებს 2016, 3 დეკემბერი, 11:38 მომღერალ ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, 24 წლის ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ მუსიკალური ტელეპროექტიდან, "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო. თავისი განსხვავებული იმიჯითა და ძლიერი ხმით მალე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ნუკა ორი შვილის, ბიჭების დედაა. როგორც მისი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ირკვევა, ნუკა საქართველოს ტოვებს და ევროპაში დიდი ხნით მიემგზავრება, რადგან ყიდის ყველფერს, ძაღლსაც კი 3 თვის ინგლისურ კოკერს. "ესე იგი, რადგან მივდივარ ევროპასა შინა, ვყიდი ამ რაღაცეებს, დაინტერესების და ფასის შემთხვევაში მომწერეთ Pm-ში, ცოტახანში კიდე დავამატებ რასაც ვყიდი და აღარ მჭირდება... პ.ს. ტელევიზორი, ბავშვის საწოლი, კლავიში გაყიდულია..." ასევე ნუკა კვალიაშვილი გაჭირვებული ოჯახების დახმარებას აპირებს ბავშვის სამოსით: "ესე იგი, მინდა გავცე და დავეხმარო გაჭირვებულ ოჯახებს ბავშვის ტანსაცმელებით 0 თვიდან 3 თვემდე რაღაცეები მაქვს და მაინტერესებს ვინმე თუ აგროვებს მსგავს შესაწირს რომ მივმართო, თუ არადა თავად ვნახავ..." "ბევრმა მომწერა მშვიდობა გაქვსო, რაღაცეებს რომ ყიდიო? კი ძალიან მაგარი მშვოდობა მაქვს, მადლობა ყურადღებისთვის. ვყიდი, რადგან მივდივარ საქართველოდან და ფიზიკურად დივანს, მაგიდას, მაცივარს თვითმფრინავში ვერ ჩავტენი... ასე რომ რაც დიდი ზომისაა და აღარ მჭირდება უბრალოდ ვყიდი." "სულ მივდივარ, 6 თვეში ერთხელ ჩამოვალ 2 დღით." "3 თვეში მივდივარ, მალე შეგატყობინებთ." თუ რა მიზნით ტოვებს საქართველოს და რა გეგმები აქვს ნუკა კვალიაშვილს ჯერ-ჯერობით მომღერალი არ ამხელს. 179 5-ს მოსწონს 2-ს არა
|