მუსიკა "დიეტას არ ვიცავ..." - ახალნამშობიარები ნუკა კვალიაშვილის ფოტო გაგაოცებთ. 2016, 5 აგვისტო, 15:43 მომღერალ ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პირველად მუსიკალურ ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან" გახდა. მას შემდეგ იგი კიდევ სხვადასხვა პროექტების კონკურსანტიც იყო. მან საზოგადოებას თავი თავისი განსხვავებული იმიჯითა და ძლიერი ხმით დაამახსოვრა. პროექტის განმავლობაში იგი მამის გვარს, გვალიას ატარებდა და შემდეგ მამაზე განაწყენებულმა დედის გვარი არჩია. ახლა კი იგი კვალიაშვილის გვარზეა. ნუკა გათხოვილია და ყავს შესანიშნავი მეუღლე ნიკუშა კობახიძე, რომელიც ინტერნეტით გაიცნო. მომღერალი ახლა უკვე ორი ბიჭის დედაა-2 წლის და 6 თვის ლუკასი და ალექსანდრესი (სანი), რომელიც 25 ივნისს, სულ რაღაც ორი კვირაა რაც ამ ქვეყანას მოევლინა. ახალნამშობიარები ნუკა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც მისი მეგობრები გაოცებაში მოიყვანა. "25 ივლისს, ღამის 04:15 წუთზე ვიმშობიარე, დიეტას არ ვიცავ..."-ასეთი წარწერა გაუკეთა მან ფოტოს. როგრც მან აღნიშნა, მისი ასეთი სწრაფი ფორმაში ჩადგომა ვარჯიშის შედეგია: " ვვარჯიშობდი, ივარჯიშეთ და თვითონ ჩადგებით ფორმაში..." კითხვაზე თუ რა სახის ვარჯიშებს აკეთებდა იგი, ნუკამ უპასუხა: "სახლის პირობებში არანაირ ვარჯიშებს არ ვაკეთებ, წლების ვარჯიშის შედეგია..." "მე მშობიარობის შემდეგ არც ვვარჯიშობ და არც დიეტაზე ვარ, წლები რომ ვვარჯიშობდი ეხლა იმიტომ ჩავდექი ეგრევე თავისით ფორმაში..."-ეს მათთვის განმარტა, ვისაც ეგონა რომ მშობიარობის შემდგომ მალევე დაიწყო ვარჯიში. მართლაც საოცრად გამოიყურება ნუკა კვალიაშვილი, მას ხუმრობით ისიც კი ურჩიეს მეგობრებმა, რომ სულ ორსულად უნდა იყო და ბევრი შვილი გააჩინოვო: "შენ სულ ორსულად უნდა იყო..." "დაისვენე ცოტა და მერე კიდე ერთი ორი ცალი..." 256 2-ს მოსწონს
|