x
image
ციცი
Mediator image
"როგორც იქნა მოვხვდი იმ "მონარჩენ" ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს..."-თამრიკო ჭოხონელიძე
image
ოპერის გახსნის თემა, რამდენიმე კვირაა უკვე რაც ძალიან აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელში. განიხილავენ ყველაფერს, დეკორაციიდან დაწყებული დაპატიჟებული სტუმრების შუბებით დამთავრებული.

ისინი ვინც ვერ მოხვდნენ დაპატიჟებულთა სიაში განსაკუთრებულად აქტიურობენ და მწარე კრიტიკას არ იშურებენ.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე პირველ დღეებში არ იყო მიწვეული ოპერაში და როგორც იგი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, როგორც იქნა გაახსენდათ მისი არსებობა და "მონარჩენ" ადამიანთა სიაში მოხვდა:

"როგორც იქნა დღეს მოვხვდი იმ "მონარჩენ" ადამიანთა სიაში, ვინც ოპერაში დაპატიჟეს... პირველ დღეებში აბა სად იყო ჩემისთანა "არაელიტარული"(მაგრამ მაინც მუსიკოსების) ადგილი?! ტელევიზიიდან ითქვა-იქ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც ამის ღირსიაო... ჰო, ალბათ ასე ფიქრობენ და განსჯიან დღევანდელი, "მსაჯულები"... ვერაფერს იტყვი!..... დასანანი ერთია მხოლოდ, ვფიქრობ არ იყო ლამაზი ასეთი "სელექცია"!-კრიტერიუმებმა გამაკვირვა... მომიტევეთ, მაგრამ იქ იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც ამ ნაწარმოების მესამე მთავარ პერსონაჟსაც ვერ დაგისახელებდნენ, არათუ მის მუსიკალურ მხარეს გაგიშიფრავდნენ... ასე, რომ ძალიანაც ნუ გავიგიჟებთ თავს, რომ იქ სწორედ ის, "ელიტა"იყო, ვინც უნდა ყოფილიყო და ვისაც კარგად ესმის ოპერა!... იმედია გამიგებთ რატომ დამწყდა გული... აუცილებლად წავალ... ძალიან მიყვარს ეს ოპერა და მითუმეტეს რომ ძალზე ვგულშემატკივრობ ზოგადად ქართულ ოპერას, თითოეულ ნიჭიერ მომღერალს და ყოველთვის ვიქნები იმ გულშემატკივართა რიგებში, ვინც შეუპოვრად იდგება და იბრძოლებს ქართული კულტურის, ქართველთა გემოვნების ზრდისა და ზოგადად ქართველების წარმატებების სადარაჯოზე!"


image

0
461
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
461
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0