სხვა ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს და ორგანიზმს აჯანსაღებს 2017, 5 აგვისტო, 16:44 თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ, მოამზადეთ ჩაი ქვემოთ მოცემული რეცეპტით: ინგრედიენტები: ჭაობის იელი, წყლის იელი (ლათ. Ledum) – 1 ს. კ. ჩვეულებრივი კრაზანა (ლათ. Hypericum perforatum) – 1 ს. კ. წყალი – 800 მლ. მომზადების და მიღების წესები: ემალირებულ ჭურჭელში მოათავსეთ მცენარეები, დაასხით წყალი > როდესაც ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წთ. > ჭურჭელს თავსახური არ ახადოთ და დააყენეთ 3 საათის მანძილზე. მიღების წინ, ჭიქაში გააზავეთ მდუღარე წყლით, პროპორციით 1:1. ჩაის სხვა დადებითი თვისებებიც გააჩნია: I. ამცირებს მადას; II. აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას; III. დადებითად მოქმედებს შარდის ბუშტის და თირკმელების ფუნქციონირებაზე; IV. ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევაში, სახის კანს ასუფთავებს. ის უფრო ნაზი და რბილი ხდება. V. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს. P. S. ჩაის მუქი წითელი ფერი აქვს, ხოლო არომატი – წყლის იელის. ხარშვის დროს, ოთახში სასიამოვნო სურნელი დგება და ჰაერიც იწმინდება. ნაყენი, ოთახის ტემპერატურაზე, 3 დღის მანძილზე არ ფუჭდება. და უნდა აღინიშნოს, რომ მეორე დღეს უფრო უკეთესი გემო აქვს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * მოწევას თავს თუ დავანებებ... ოპტიმისტი, პესიმისტი და... * სუპერ დიეტა: ნაწლავების სრული გაწმენდა 1 დღეში. გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში! 601 10-ს მოსწონს
|