სხვა სიკვდილი – სიცოცხლის დასასრული კი არა, მხოლოდ გადასვლის წერტილია 4 ივლისი, 10:56 ექიმი ებენ ალექსანდრს, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში და სხვა უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს და პარალელურად საუკეთესო ნეიროქირურგის რეპუტაციაც ჰქონდა, არასდროს სჯეროდა საიქიოს არსებობის. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2008 წლის შემოდგომაზე, ექიმი თავად ჩავარდა კომაში. სწორედ მაშინ, როდესაც ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, ხოლო ტვინის ქერქმა, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე და ემოციებზე, ანუ, იმაზე, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს, ფუნქციონირება შეწყვიტა - მან, მისივე სიტყვებით, საიქიოში იმოგზაურა.
7 დღის მანძილზე ის კომაში იყო და როდესაც ექიმებმა მკურნალობის შეწყვეტა გადაწყვიტეს, ხოლო მშობლებმა თანხმობა განაცხადეს ევთანაზიაზე, ებენმა უეცრად თვალი გაახილა. ის დაბრუნდა... მისი დაბრუნება ნამდვილი სამედიცინო სასწაული იყო. მაგრამ, ამ ისტორიის ნამდვილი სასწაული სულ სხვა რამეში მდგომარეობს: იმ დროს, როდესაც მისი სხეული კომაში იყო, ექიმი ებენი სხვა სამყაროში გაემართა სამოგზაუროდ და როგორც ამბობს, იქ ანგელოზს შეხვდა, რომელმაც ის სუპერ-ფიზიკური სფეროს არსებობაში გააცნობიერა. ის დღეს ამტკიცებს, რომ შეხვდა და «თავად სამყაროს» წყაროს შეეხო. ამ ისტორიას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, ეს რომ სხვა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარიყო. მაგრამ, ექიმი ებენის იმ ქვეყანაში «სტუმრობის» ამბის იგნორირება, არცერთ მეცნიერს ან მორწმუნეს არ შეუძლია. ებენს, ამ შემთხვევამდე, კომიდან დაბრუნებული უამრავი პაციენტი ჰყავდა. ზოგი მათგანი იგივე ისტორიებს ჰყვებოდა, რასაც ახლა ნეიროქირურგი ჰყვება. მაგრამ მაშინ, ის ამ ყველაფერს, ჰალუცინაციებად მიაჩნდა. ამჟამად, ებენი ისევ ჰარვარდში ასწავლი და სტუდენტებს ხშირად უყვება თავს გადამხდარი ისტორიის შესახებ და მას შეშლილად არავინ მიიჩნევს. აკადემიური მოღვაწეობის გარდა, კვლავინდებურად აგრძელებს სამედიცინო პრაქტიკას, ნეიროქირურგიის განხრით. «ტვინი — საოცრად რთული და წარმოუდგენლად დახვეწილი მექანიზმია. ის ჟანგბადის საჭირო რაოდენობის დონის, მინიმუმამდე შემცირების შემთხვევაში, მომენტალურად რეაგირებს. ის რომ ადამიანები, რომლებმაც მძიმე დაავადება გადაიტანეს, «მოგზაურობიდან» დაბრუნების შემდეგ, უცნაურ ისტორიებს ჰყვებოდნენ, ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო. მე არ ვთვლიდი რომ ისინი იტყუებოდნენ, მაგრამ არც რეალურად მიმაჩნდა ეს ყველაფერი… არ მშურდა მათი, ვისაც სჯეროდა, რომ იესო უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელიც საზოგადოების მსხვერპლი გახდა. თანავუგრძნობდი მათ, ვისაც სჯეროდა, რომ სადღაც იქ, ღმერთი არის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ჭეშმარიტად უყვარს. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ მე მშურდა იმ უსაფრთხოების გრძნობის, რომელსაც ამ ადამიანებს რწმენა აძლევდა. როგორც მეცნიერმა, მე ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ მწამდა»… «დილით ადრე ძლიერი თავის ტკივილით გავიღვიძე. ანალიზების და სამედიცინო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რაღაცნაირად ძალიან იშვიათი ვირუსით — ბაქტერიული მენინგიტით დავავადდი, რომელიც ძირითადად, ახალშობილებს ემართებათ. ბაქტერია E. coli ზურგის ტვინის სითხეში მოხვდა და შემდეგ, მთელს ტვინს მოედო. როდესაც სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოვხვდი, ჩემი გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, ნულს უტოლდებოდა. უკეთეს შემთხვევაში, ლოგინად ჩავარდნა და დარჩენილი ცხოვრების ბოსტნეულივით გატარება მემუქრებოდა. შვიდი დღე ღრმა კომაში ვიყავი, ჩემი სხეული გარეგან გამაღიზიანებლებზე არ რეაგირებდა, ხოლო ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც სიკვდილის ტოლფასი იყო. მეშვიდე დღეს, როდესაც ექიმებმა მსჯელობა დაიწყეს იმაზე, ღირდა თუ არა მკურნალობის გაგრძელება, თვალები გავახილე»… «იმ ფაქტის სამეცნიერო ახსნა, რომ ვიდრე ჩემი სხეული კომაში იყო, გონება და შინაგანი სამყარო სიცოცხლეს აგრძელებდა, არ არსებობს. იმ დროს, როდესაც ბაქტერიებმა ტვინის ნეირონები დაამარცხეს, ჩემი გონება სხვაგან, უფრო დიდ სამყაროში გაემართა — განზომილებაში, რომლის არსებობას ვერც კი წარმოვიდგენდი და ყოველთვის იგნორირებას უკეთებდა ჩემი კომატოზომდელი გონება. მაგრამ, ეს განზომილება, რომელიც უამრავი ადამიანის მიერ არის აღწერილი, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი ან სხვა მისტიკური მდგომარეობა გადაიტანეს, არსებობს. ის არის, და ის, რაც მე ვნახე და გავიგე, ჩემთვის, ფაქტობრივად, ახალი სამყაროს აღმოჩენა იყო: სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ და რომელსაც ვიცნობთ, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ტვინი და სხეული, და სადაც სიკვდილი — ცნობიერების ჩახშობა კი არა, უფრო დიდი და ძალიან პოზიტიური მოგზაურობის დასაწყისი არის. მე არა ვარ პირველი ადამიანი, რომელმაც ცნობიერების არსებობა სხეულის გარეთ აღმოაჩინა. ეს ისტორია ისევე ძველია, როგორც კაცობრიობის არსებობის ისტორია. მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, ჩემამდე, არავინ ყოფილა ამ განზომილებაში, როდესაც: I. ტვინის ქერქი საერთოდ არ ფუნქციონირებს; II. სხეული ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება». «მე რამდენიმე თვე იმასთან შეგუებას და იმის გააზრებას ვცდილობდი, რაც დამემართა. ჩემი თავგადასავლის დასაწყისში, ღრუბლებში ვიყავი. დიდ, ფუმფულა, მოვარდისფრო-თეთრ ღრუბლებში, რომლებიც მოლურჯო-შავ ცაზე დაცურავდნენ. ღრუბლების მაღლა, ძალიან ზევით, მოციმციმე არსებების გუნდი დაფრინავდა და ეს არსებები, ფრენის მომენტში, უკან გრძელ კვალს ტოვებდნენ, ისე როგორც თვითმფრინავი. ფრინველები? ანგელოზები? — ეს სიტყვები მოგვიანებით ამომიტივტივდა, როდესაც ჩემს მოგონებებს ვწერდი. მაგრამ, არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ამ არსებების აღწერას შევძლებდი.. ისინი იმდენად განსხვავდებიან ყველასგან და ყველაფრისგან, რაც ამ პლანეტაზე არსებობს. ისინი უფრო განვითარებულები, სიცოცხლის უმაღლესი ფორმები არიან… ჩემი მოგზაურობის დროს, თითქმის ყოველთვის მეგზური მყავდა. ის ახალგაზრდა ქალი იყო და ზუსტად მახსოვს, თუ როგორ გამოიყურებოდა: მას მაღალი ყვრიმალები და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა. ხოლო, ულამაზეს სახეს, ოქროსფერი ნაწნავები უმშვენებდა. როდესაც პირველად დავინახე, პეპლის ფრთის მოხატულობის უზორებზე დავდიოდით, ხოლო ირგვლივ, მილიონობით პეპელა დაფრინავდა. ისინი ტყიდან მოფრინავდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. თბილი ქარი ქროდა, ისეთი, როგორიც ზაფხულის თბილ დღეებში იცის. ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა და თითქოს მელოდია შემომესმა, რომელიც ჰაერის ვიბრირებით გადმომეცემოდა. ლაპარაკი შემეძლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კითხვებს სიტყვების გარეშე ვსვამდი: «სად ვარ? ვინ ვარ? რატომ ვარ აქ?» ყოველ ჯერზე, კითხვაზე პასუხს მაშინვე ვიღებდი, სინათლის აფეთქების სახით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აფეთქებები არ «მადუმებდნენ», პასუხს მაძლევდნენ, მაგრამ, არა სიტყვებით — მე პირდაპირ აზრებს ვღებულობდი და არა სიტყვებს, როგორც დედამიწაზეა და რომელსაც გააზრება ესაჭიროება. ეს მტკიცე და სწრაფი აზრები იყო, ისეთი ცხელი, როგორიც ცეცხლია, ისეთი სველი, როგორიც — წყალი და როგორც კი მივიღე აზრები, უმალვე, დიდი ძალისხმევის გარეშე, მივხვდი კონცეფციას, რომლის გააზრებაზეც, ჩემს ყოფიერ, მიწიერ ცხოვრებაში, რამდენიმე წელი დამჭირდებოდა. მე მშვენივრად ვიცი, რამდენად უჩვეულოდ და გულწრფელად ჟღერს ეს ყოველივე. ჩემთვის რომ მსგავსი ისტორია ვინმეს, თუნდაც ექიმს მოეყოლა, დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ის მცდარი ილუზიების ტყვეობაში იმყოფება. მაგრამ ის, რაც მე დამემართა, ბოდვისგან ნამდვილად ძალიან შორს არის. ეს ისეთივე რეალურია, როგორც ნებისმიერი სხვა მოვლენა ჩემს ცხოვრებაში — ქორწილის დღე ან ჩემი ორი ვაჟის დაბადება. ის, რაც გადამხდა, ახსნას საჭიროებს. თანამედროვე ფიზიკა გვეუბნება, რომ სამყარო ერთიანი და განუყოფელია და რომ, ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ვიდრე მსგავს გამოცდილებას შევიძენდი, ეს იდეები ჩემთვის აბსტრაქციული იყო. ხოლო, დღეს – ნამდვილად რეალურია... როდესაც უკეთესად გავხდი, შევეცადე, ყოველივე ამის შესახებ, სხვებისთვის მომეყოლა. მაგრამ, მათი რეაქცია, თავაზიანი უნდობლობა იყო. ერთ-ერთი, იშვიათ გამონაკლისებს შორის, სადაც მსგავსი პრობლემა არ შემქმნია, ეკლესია იყო. მასში კომიდან გამოსვლის შემდეგ, პირველად რომ შევედი, ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. ვიტრაჟის ფერებმა ულამაზესი პეიზაჟები გამახსენა, რომელიც ზეცაში ვნახე, ხოლო ორგანის ბასებმა – იქ განცდილი აზრები და ემოციები. და ყველაზე მთავარი – იესოს გამოსახულებამ, რომელიც თავის მოსწავლეებს პურს უნაწილებდა, ის სიტყვები გამახსენა, რომელიც მთელი მოგზაურობის მანძილზე თან მდევდა — ღმერთს შენ უსაზღვროდ, უსაზღვროდ უყვარხარ. მე ისევ ექიმი და მეცნიერი ვარ. მაგრამ, ქვეცნობიერში, ძალიან განვსხვავდები იმ ადამიანისგან, ადრე რომ ვიყავი, რადგან მე ვნახე ჩვენი ყოფის რეალური სურათი... და შეგიძლიათ მენდოთ, რომ ამ სურათის შესაქმნელად, თუ აღსაქმელად, ყოველ ეტაპზე გაწეული შრომა, რომლის შესრულებაც ჩვენ და ჩვენს შთამომავლებს მოუწევთ, ნამდვილად ღირს ამად». არხის სხვა სიახლეები:* რატომ არ უყვარდათ რომაელებს ქრისტიანები?* უცნაური, სახალისო და საინტერესო ფოტოები* აი რა უჩურჩულა ღმერთმა, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს...* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?523 2-ს მოსწონს
|