x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
რატომ არ უყვარდათ რომაელებს ქრისტიანები?

ძველი ცივილიზაციების შესწავლისას, შეიძლება წარმოუდგენელ ფაქტებს წავაწყდეთ... და ხანგრძლივი კვლევის შემდეგაც კი, ყოველთვის შეიძლება რაღაცის აღმოჩენა, რაც დაგვაფიქრებს, ან გაგვაოცებს. ასეა, ძველი რომის კულტურის შემთხვევაშიც. ეს იყო ცივილიზაცია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს დღევანდელობაზე.* მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც რომაელები აკეთებდნენ, ლოგიკური და გასაგებია...


image


მაგ., მასშტაბური ექსპანსიის მიუხედავად, რომაელები არც თუ ისე სასტიკნი იყვნენ. მაგ., ისინი პატივს სცემდნენ ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ შეხედულებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა ხალხების რელიგიურ გამოცდილებასაც იზიარებდნენ. სწორედ ამით აიხსნება, რომაულ და ბერძნულ პანთეონებს შორის მსგავსებაც.

და აქ ისმის კითხვა: მაშინ, რატომ უჭირდათ რომაელებს, საუკუნეების მანძილზე, ებრაელებთან და ადრეულ ქრისტიანებთან ურთიერთობა? როგორც ირკვევა, მიზეზი, ნაწილობრივ ის იყო, რომ ებრაელთა და ქრისტიანთა წეს–ჩვეულებები, რომაელებს შორის, წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევდა.

რომაელები აშკარად არ იწონებდნენ წინადაცვეთას ებრაულ რიტუალს – ამას სისასტიკედ და სასქესო ორგანოს დასახიჩრებად თვლიდნენ. ზოგადად, მათ, ღმერთის სახელით, არაერთი საშინელი საქციელი ჩაუდენიათ. თუმცა, კანის ეს პატარა ნაწილიც კი, საჭიროდ მიაჩნდათ.

ქრისტიანებს კი, ისინი თავიდან, როგორც სისხლისმსმელ და კანიბალ კულტის მსახურებად აღიქვამდნენ. რომაელები ვერ იგებდნენ სიტყვების: "ქრისტეს ხორცის" და "ქრისტეს სისხლის" მეტაფორულ მნიშვნელობას, რომლებიც ქრისტიანულ რელიგიაში, ზიარების საფუძველს წარმოადგენს.


* რომის იმპერიის დაარსების თარიღად ძვ. წ. აღრ. 27 წელი ითვლება, როდესაც ოქტავიანე ავგუსტუსი იმპერატორი გახდა, ხოლო რომი, შესაბამისად იმპერიად გადაიქცა. თუმცა, ეს მხოლოდ სახელის ცვლილება იყო და მანამდე, რომის რესპუბლიკა უკვე არსებობდა. დღეს ბევრს კამათობენ ევროპის რომაულ პერიოდზე, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ის ძვ. წ. აღრ. 750 წ-ს დაიწყო და ახ. წ. აღრ. V საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ეს კი, დაახლოებით 1200 წელია, რაც კაცობრიობის ისტორიაში, ძალიან შთამბეჭდავი ხანგრძლივობის პერიოდია.

ასე, რომ, გასაკვირი არ არის, რომ რომაელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე და ზოგიერთი რამ, იმ ეპოქიდან, დღემდე აქტუალურია: გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* უცნაური, სახალისო და საინტერესო ფოტოები

* აი რა უჩურჩულა ღმერთმა, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს...

* როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში, მთელი მსოფლიოს მართვის იდეა?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?


1
401
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
401
  
4 ივლისი, 9:37
დღეს რომაელთა იმპერიის ნაგრამი რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში ცოცხლობენ მაქსიმუმ 35-ეტ წლამდე იმიტომ რომ მაგ სატანა იმპერიაში იყო კანონი რომ შეეძლოთ დაოჯახებულიყვნენ ოჯახის წევრები ერთმანეთზე:და+ძმა+დეიდაშვილ+მამიდაშვილები და ასე შემდეგ,რამაც გამოიწვია სისხლით ნათესავების ქორწინება საგვარეულოთა განადგურება,დღეს ძალიან ცოტანი არიან დარჩენილნი იმ იმპერიის წარმომადგენლები.
0 1 1