სხვა წარმოუდგენელი დუბაი: არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფოტოები ნავთობის აღმოჩენამდე 4 ივლისი, 9:20 დღეს დუბაი უზარმაზარი მეგაპოლისია, სავსე ცათამბჯენებით, რომელიც უფრო ფუტურისტულად გამოიყურება, ვიდრე დედამიწის ნებისმიერი სხვა ქალაქი. 1833 წელს, როდესაც დუბაი დაარსდა, დასახლება შედგებოდა მხოლოდ 800 ადამიანისგან, რომლებიც თევზაობით და მარგალიტების დაჭერით იყვნენ დაკავებულნი. ზოგჯერ აქ მოდიოდნენ ბედუინები და პალმებისგან დამზადებულ უბრალო ქოხებს იკავებდნენ.
მოცემულ ფოტოებში ნაჩვენებია ამ შესანიშნავი ქალაქის ცხოვრება 1950-60-იან წლებში, ნავთობის აღმოჩენამდე. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, მაგრამ ასეთი საოცარი განსხვავება! ცხოვრება დუბაიში ნავთობის საბადოს აღმოჩენამდე აქლემების ქარავანი გადის დუბაიში. 1960-იანი წლები კაცი ჩილიმით ყიდის ლიმონს და გამხმარ ბალახებს ბაზრობა ქალაქის ცენტრში ბურ დუბაი, 1960-იანი წლები დუბაის აეროპორტი, 1971 წელი აეროპორტი დუბაი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან. 1950-იანი წლები სანაპირო ხაზი ქალაქ დუბაიში. 1950-იანი წლები მამაკაცები ლოცულობენ დუბაიში მუსლიმანური დღესასწაულის დროს ნავთობის საბადო ომანში დუბაის ერთ-ერთი ყურე. 1960-იანი წლები საათის კოშკი Jashanmal-ის პირველი მაღაზია დუბაიში. 1956 წელი პირველი თვითმფრინავი, რომელიც დაეშვა ახალ ასაფრენ ბილიკზე დუბაის აეროპორტში, იყო Middle East Airlines-ის Comet 1965 წელს წყალმომარაგება დუბაიში. 1960-იანი წლები ასევე დაგაინტერესებთ: ნახევარმთვარის ტბა - ჩინეთის წარმოუდგენელი ოაზისი უდაბნოში შთამბეჭდავი ვიეტნამი ნიჭიერი ფოტოგრაფის ტრან ტუან ვიეტის ფოტოებში სამხრეთი კუნძული - ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე ისლანდია - ექსტრემალური კონტრასტების ქვეყანა ლაჟვარდოვანი ჯოდპური – ზღაპრული ქალაქი ინდოეთში მსოფლიოს 7 ქალაქი, სადაც მზე თითქმის არ არის 375 1-ს მოსწონს |