x
image
natia.a
წარმოუდგენელი საფრთხე, რომელიც საზაფხულო კურორტებზე გელით! - აუცილებლად გაითვალისწინეთ!
image

როგორც წესი, მდიდარი ტურისტები თაღლითებისთვის განსაკუთრებით ადვილ ნადავლს წარმოადგენენ, რადგან ნაკლებად იცნობენ ადგილობრივ კანონებსა და ფასებს.
ქვემოთ გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ თაღლითურ სქემებს, რომელთა მსხვერპლიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ საზაფხულო კურორტებზე შეიძლება გახდეთ.

1. ყურების წმენდა

image
სად შეიძლება შევხვდეთ: ინდოეთი

"თქვენ ყურებში საშინელი ჭუჭყი გაქვთ, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს", - ასეთი სიტყვებით შეიძლება მოგადგეთ უცნობი, ყურის საწმენდი გრძელი ჯოხით ხელში და სრულყოფილი ჰიგიენური პროცედურის ჩატარება შემოგთავაზოთ პირდაპირ პლაჟზე. ბოლოს კი თქვენგან დაახლოებით 300 რუპიას (დაახლ. 5$) მოითხოვს.

რა ვქნათ: გამოცდილი ტურისტები გვაფრთხილებენ, რომ ყურის მწმენდავები ძალიან დაჟინებულები არიან და მიღებული მომსახურებისათვის გასამრჯელოს გადახდისგან თავის არიდება ძალიან გაგიჭირდებათ. ამიტომ გვირჩევენ, მომაბეზრებელ მწმენდავს თავიდანვე მივცეთ 10-20 რუპია (დაახლ. 30 ცენტი) და ასე მოვიშოროთ თავიდან.

უფასო მასაჟი

image
სად შეიძლება შევხვდეთ: ბალი

სანამ პლაჟზე მზეს ეფიცხებით, შეიძლება მოვიდეს ქალბატონი და შემოგთავაზოთ მასაჟი, მანიკური ან პედიკური საჩუქრად. პროცედურის დასრულების შემდეგ კი მოულოდნელად შეიტყობთ, რომ მომსახურება ფასიანია და მისი ფასი 5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ქალაქის სალონებში.

რა ვქნათ: ნუ წამოეგებით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მსგავსი პროცედურების ანტისანიტარიულ პირობებში ჩატარებას ძალიან დიდი უსიამოვნებები შეიძლება მოჰყვეს.


3. წყლის მოტოციკლები


image
სად შეიძლება შევხვდეთ: ტაილანდი


ქირაობთ ჰიდროციკლს, ისიამოვნებთ მისი ტარებით, უბრუნებთ პატრონს და ეს უკანასკნელი კორპუსზე დაზიანებას აღმოაჩენს. თქვენ გთავაზობენ პრობლემა მშვიდად გადაჭრათ 500 დოლარის გადახდით. თუ "ბრალდებული" გარჩევას დაიწყებს ან დიდხანს ფიქრობს, სიტუაციას ამძაფრებენ ადგილობრივი მცხოვრებლები - იწყებენ ყვირილსა და ხელების ქნევას. ამ ყველაფერში შეიძლება პოლიციამაც კი მიიღოს მონაწილეობა და შემოგთავაზოთ კომპრომისზე წასვლა და თანხის მხოლოდ ნაწილის გადახდა.

რა ვქნათ: სანამ ზღვაში შეხვალთ, დააფიქსირეთ (ფოტოთი თუ წერილობითი ფორმით) ყველა ნაკაწრი თუ დაზიანება, რაც მოტოციკლს იმ მომენტისთვის გააჩნია. თუმცა უსაფრთხოების გარანტია არც ეს არის, უმჯობესია ოფიციალური გაქირავება აირჩიოთ და მის შესახებ წინა მომხმარებლებისგან დატოვებულ გამოხმაურებებსაც გაეცნოთ.

4. ჭკვიანი სამაჯურები

image
სად შეიძლება შევხვდეთ: აღმოსავლეთ ევროპის პლაჟები

თქვენ შემოგთავაზებენ ახალ დაცვის მომსახურებას - გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მოგცემენ "ჭკვიან" სამაჯურს, რომლებიც, მობილური პროგრამებისა და დრონების საშუალებით, თვალყურს ადევნებენ თქვენს ბავშვებს, რათა ზღვაში ღრმად არ შევიდნენ. როგორც უკვე მიხვდით, აღნიშნული სამაჯურები სულაც არ არიან "ჭკვიანი" და არც არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

რა ვქნათ: უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოთ მსგავს შემოთავაზებას.


5. პლაჟის ბიჭები

image
სად შეიძლება შევხვდეთ: გამბია

გამბიის პლაჟებზე ადგილობრივი მამაკაცები ფულისთვის ცდილობენ მოხიბლონ ტურისტი ქალბატონები. ბევრ მათგანს შეუძლია დაარწმუნოს კიდეც ქალი, რომ მაგიას ფლობენ და შეუძლიათ ნებისმიერი რამის მოჯადოება. თუმცა უფრო ხშირად მაგიის გამოყენების გარეშეც გადიან იოლად - ავსებენ ქალბატონს კომპლიმენტებით და ეფიცებიან სამუდამო სიყვარულს.

რა ვქნათ: ნუ წამოეგებით ლამაზ სიტყვებს და გახსოვდეთ, რომ გამბიაში მონოგამია იშვიათობაა და თითქმის ყველა პოტენციურ "სასიძოს" უკვე ჰყავს ცოლ(ებ)ი.

თაღლითური სქემების გარდა, უცხოელ ტურისტებს, უფრო კი მათ ჯიბეებს არანაკლები საფრთხე ელით ზოგიერთ კურორტზე არსებული უცნაური წესების გამო.

1. აკრძალულია ქვიშის კოშკების აგება

image

სად მოქმედებს აკრძალვა: ესპანეთი, ვენეცია, გერმანია

ვენეციის ხელისუფლება თვლის, რომ ქვიშის ქანდაკებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მაშველებს, ხოლო დამსვენებლებს კი ზღვაზე ხედი დაუჩრდილოთ. ამიტომ, თუ პლაჟზე მსგავსი ტიპის ქანდაკებების დადგმას მაინც არ დაიშლით, მოგიწევთ ჯარიმის გადახდა 250 ევროს ოდენობით. ანალოგიური აკრძალვა მოქმედებს ესპანეთის ზოგიერთ პლაჟზე. ხოლო გერმანიის კანონმდებლობით, ქვიშის ქანდაკებების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ-ს.

2. აკრძალულია სხეულის გარდა სხვა რამის გარეცხვა

image

სად მოქმედებს აკრძალვა: მაიორკა

თუ მოგინდებათ პლაჟზე დამონტაჟებული შხაპის ქვეშ ხილის, ფეხსაცმლის, ჭურჭლის ან სხვა მსგავსი რამის გარეცხვა, გარდა საკუთარი სხეულისა, მოემზადეთ ჯარიმის სახით 750 ევროს გადახდისთვის.


3. აკრძალულია მზის ქვეშ ადგილის დაჯავშნა

image

სად მოქმედებს აკრძალვა: იტალია

იტალიაში აკრძალულია ქვიშაზე პირსახოცის, ქოლგის ან სკამის დატოვება და ამგვარად პლაჟზე ადგილის "დაჯავშნა". ასე დატოვებული ნივების უკან წასაღებად მოგწევთ 200 ევროს გადახდა. ამას გარდა, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ შიშველი მკერდით გარუჯვა, მხოლოდ წოლით მდგომარეობაში (ადგომა და ცურვა ასეთ ფორმაში იკრძალება).

4. ჯარიმა დამამშვიდებელი საჩუქრით

image

სად მოქმედეს აკრძალვა: საფრანგეთი

ლა-გრანდ-მოტის პლაჟზე კანონდარღვევად ჩაგეთვლებათ თუ უსიამოვნო სურნელი აგდით. ასევე კანონს დაარღვევთ თუ პლაჟის ფარგლებს მიღმა საცურაო კოსტიუმით გაივლით. თუმცა, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ჯარიმის გამოწერასთან ერთად, პოლიციელები ვალდებული არიან სამართალდამრღვევს უფასო მაისურიც აჩუქონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. პლაჟზე ყოფნის ახალი სტილი, რომელიც სულ უფრო მოდაში შემოდის

image


2. დაუწერელი წესები, რომლებიც პლაჟზე ყოფნისას უნდა დავიცვათ - გაითვალისწინეთ!

image

3. როგორ მოვიქცეთ თუ რომელიმე მწერმა გვიკბინა - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. როგორ გამოადგა რუსეთის ბაზარზე მოვაჭრე ქართველს ფიზიკის ცოდნა - სახალისო ისტორია

image

5. გააკეთეთ კონდიციონერი საკუთარი ხელით - დაგჭირდებათ მხოლოდ ბოთლები და მუყაო

image

6. რატომ და როგორი ქორწინება იყო აკრძალული სსრკ-ში - დღეს ეს ბევრმა არ იცის

image

7. იაპონური მაფიის საიდუმლო ცხოვრება - შიშის ქვეშ გადაღებული უნიკალური ფოტოები

image

0
439
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0