სხვა პლაჟზე ყოფნის ახალი სტილი, რომელიც სულ უფრო მოდაში შემოდის 2015, 9 აგვისტო, 22:35 შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი, პლაჟზე გადაღებული ფერადი საზაფხულო ფოტოა. მაგრამ კარგად დააკვირდით... მთელი პლაჟი დაყოფილია გარკვეულ ზონებად. ასეთია პლაჟზე ყოფნის ახალი სტილი, რომელმაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბალტიის ზღვისპირეთი დაიპყრო, მაგრამ მალე ალბათ სხვა ქვეყნებსაც მოედება.
არავინ იცის ზუსტად საიდან ან როდიდან მოდის პლაჟზე ტერიტორიის მოზომვის ეს მოდა. მაგრამ ბოლო დროს პოლონეთში პლაჟზე ყოფნის ეს სტილი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ყველა ცდილობს "მიისაკუთროს" პლაჟის საუკეთესო "ნაჭერი". ზემოდან ეს ყველაფერი ძალიან ნათელი და პოზიტიური ჩანს. მაგრამ სინამდვილეში ცოტა უხერხულობა იქმნება და თუ პლაჟზე გასეირნება ან უბრალოდ გადაადგილება დაგჭირდათ, თვითნებურად წამოჭიმული ეს "კედლები ნამდვილად ხელს შეგიშლით. მიდიხარ, მიდიხარ ზღვისკენ ამ "ლაბირინთში" და ვაი, უცბად გზა გადაკეტილია ახლადწამოჭიმული "ღობით"...რას იზამ, უნდა დაბრუნდე უკან და ახალი გზა იპოვო... საერთოდ, პლაჟზე ამგვარი მოდა ცოტა უცნაურია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ინტროვერტების თავშეყრის ადგილზე ხარ... საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი "მესაკუთრეები" სანაპირო ზოლთან ახლოს "აგებენ" თავიანთ "ციხესიმაგრეებს". სხვები კი, რომლებიც უბრალოდ პლაჟზე გაშლილ პირსახოცზე ან შეზლონგზე წამოწოლით კმაყოფილდებიან, მათ უკან, ნაპირისგან მშორებით იკავებენ ადგილს. ამგვარი "ნაგებობები" პრობლემას განსაკუთრებით მაშველებს უქმნით. სანამ "ლაბირინთში" გაივლი, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს... ამიტომ, რაღა უნდა ქნან, მაშველებიც იზომავენ ტერიტორიას და აგებენ "ღობეებს"სანაპირო ზოლთან ყველაზე ახლოს, რათა საჭიროების შემთხვევაში "ლაბირინთში" სიარული არ მოუწიოთ. არადა რა არის ამ ყველაფერში მოსაწონი? წესიერად ზღვის ხედითაც კი ვერ ტკბებიან... ესეც პლაჟის ნამდვილი "მეფეები" - რაღაც ზედმეტად დიდი ადგილი "მიუსაკუთრებიათ... და ხომ არ გგონიათ, რომ დილით თუ მიხვალთ პლაჟზე ადგილები თავისუფალი დაგხვდებათ? 2638 13-ს მოსწონს
|