სხვა "პორნო" საკვებით - ახალი მოდური ტენდენცია პირდაპირ ეთერში 2013, 23 დეკემბერი, 12:44 ![]() ეს შოუ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს და მასში ახალგაზრდა, მიმზიდველი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. თუმცა აქ არ არის არანაირი სიშიშვლე და სექსი, სამაგიეროდ არის ძალიან ბევრი საჭმელი! შოუს სახელწოდებაა "mok-bang", რაც ორი კორეული სიტყვის ("ჭამა" და "ტრანსლაცია") ნაზავს წარმოადგენს. ![]() სამხრეთკორეულ ვიდეოპორტალზე Afreeca TV, რომელიც პოპულარული Youtube-ის ანალოგია, ამ ახალი უცნაური გართობის ნამდვილი ბუმია. ვიდეოპორტალის მომხმარებელბი უყურებენ, როგორ ჭამს რამდენიმე ადამიანი რაც შეიძლება ბევრ საჭმელს, და ხმას აძლევენ მათი აზრით საუკეთესოს. ![]() ![]() ყველაზე პოპულარული "მჭამელი" ამ შოუში ცნობილია სახელით Diva. როგორც მან განაცხადა, იგი მოწყენილი იყო და სჭირდებოდა რაიმე ჰობი, ამიტომ გადაწყვიტა mok-bang-ში მოესინჯა ძალები. დღის მანძილზე იგი მუშაობს ერთ-ერთ ფირმაში, საღამოობით კი რამდენიმე საათის მანძილზე ჭამს პირდაპირ ეთერში. ჭამის დასრულების შემდეგ კი ისევ პირდაპირ ეთერში ესაუბრება მაყურებელს და პასუხობს შეკითხვებს. ![]() Afreeca TV-ზე ამ "გართობით" შეიძლება საკმაო თანხაც გამოიმუშავოთ, რადგან იმ კანდიდატს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს, მაყურებელი აძლევს სპეციალურ ინტერნეტ ვალუტას სახელწოდებით Star Balloons, რომლის რეალური ფასი მერყეობს 1-დან 50 დოლარამდე. ასე რომ, ეს ცნობილი "მჭამელები" გარდა ჭამისა და პოპულარობისა, ასევე ფულსაც აკეთებენ. ![]() ამ უცნაურ გართობაზე კომენტარები კი უკვე თქვენთვის მომინდია... 310 5-ს მოსწონს
|