x
image
natia.a
დაუწერელი წესები, რომლებიც პლაჟზე ყოფნისას უნდა დავიცვათ - გაითვალისწინეთ!
საზოგადოებრივი მორალისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა, როგორც წესი, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე და, მათ შორის, პლაჟზე ყოფნისას ხშირად პრობლემას წარმოადგენს. ეს გნსაკუთრებით ზაფხულის პერიოდს ეხება, როცა ქალაქის სიცხისგან თავის დასაღწევად მოსახლეობის დიდი ნაწილი ზღვისკენ მიიწევს. სამწუხაროდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საჯარო ადგილებზე ჰიგიენური თუ მორალური ნორმების დაცვა ჯერ კიდევ არ არის სასურველ დონეზე. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე დაუწერელ კანონს, რომელიც პლაჟზე ყოფნისას ნებისმიერმა ცივილიზებლმა ადამიანმა უნდა დაიცვას:

image

1. პლაჟზე მოხვედრისას პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ გაიგოთ, ხომ არ ფუნქციონირებს რაიმე განსაკუთრებული ქცევის წესები (გარდა საყოველთაოდ მიღებულისა). თუ ასეთები მართლაც არესებობს, გაეცანით და დაიცავით ისინი.
2. აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.
3. თუ წყალზე გართობა გადაწყვიტეთ (ბანანი, კატამარანი, სკუტერი და ა.შ) აუცილებლად ჩაიცვით მაშველი ჟილეტი.
4. არ დაანაგვიანოთ პლაჟი, გამოიყენეთ სანაგვე ურნები. თუ ველურ პლაჟზე იმყოფებით, მოაგროვეთ თქვენი ნაგავი, წაიღეთ თან და გადააგდეთ როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.
5. არ დაანაგვიანოთ წყალი.

6. თუ პლაჟზე არის სპეციალური კაბინები, გამოიცვალეთ მხოლოდ მათში.


7. არ ჩართოთ მუსიკა ძალიან ხმამაღლა.
8. ნუ აგერევათ ზღვა ტუალეტში!
9. არ გადაუღოთ სხვა დამსვენებლებს ფოტოები მათი თანხმობის გარეშე.
10. არ მოწიოთ სიგარეტი პლაჟზე (უკიდურეს შემთხვევაში არ დაყაროთ ნამწვავები).
11. თუ თან ბავშვები გახლავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ არც თავად გადაეყარონ ხიფათს და არც სხვები შეაწუხონ.

12. არავითარ შემთხვევაში არ ამყოფოთ ბავშვები (რაც არ უნდა პატარები იყვნენ!) შიშველი.

13. არ წაიყვანოთ პლაჟზე ცხოველები.

14. არ ისაუბროთ ტელეფონით ძალიან ხმამაღლა.

15. არ წაიღოთ პლაჟზე მინის ჭურჭელი.




ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

5
1198
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1198
  
2015, 18 აგვისტო, 22:29
წესებს ნუღა მიხსენებთ, დღეს ისე გადამაფრინდა ზურგზე ვიღაც ბავშვი მთელი ქვიშა და ნაგავი თავზე გადამაყარა!!!
2015, 16 აგვისტო, 21:41
აუ შიშველი რო არიან ბავშვები როგრ არ მომწონს რა
2015, 14 აგვისტო, 15:38
მე-4 და მე-8 წეს რომ იცავდნენ მარტო, დანარჩენი ასატანია კიდევ
2015, 14 აგვისტო, 14:04
ასეთი რაღაცეების გამო აღარ მიყვარს ზღვაზე წასვლა
2015, 14 აგვისტო, 13:40
ნეტავ ამის ნახევარს იცავდნენ..სახეში მომაფერფლეს წეღან სიგარეტი:(
0 1 5