სიახლეები უახლესი Rolls-Royce Phantom: პირველი სურათები და ფაქტები 2017, 28 ივლისი, 10:51 ცნობილი გახდა პლანეტაზე ერთერთი უძვირესი ავტომობილის მერვე თაობის სურათები. როგორც მოსალოდნელი იყო, გარეგნობა მკვეთრად არ არის შეცვლილი, რაც გაახარებს Rolls-Royce კონსერვატიულ თაყვანისცემლებს. ყველაზე მთავარი ფაქტები ავტომობილის შესახებ, რომლის ყოლა ყველასთვის სანატრელია: 1. ატმოსფერული ძრავები აღარ იქნება. მანქანა აღჭურვილია 6, 75-ლიტრი მოცულობის V12, 563 ცხენისძალიანი (900 ნიუტონმეტრი) ტურბოძრავით, 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით ZF. ძალიან ჭკვიანი გადაცემათა კოლოფია – სიჩქარეებს ცვლის თანამგზავრულ ნავიგაციაზე დაყრდნობით. 2. ეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური Rolls-Royce –ა. სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის: გარეხედვის ოთხკამერიანი სისტემა; ღამის ხედვის სისტემა; აქტიური კრუიზ–კონტროლი;აგრეთვე ასისტენტები, რომლებიც თითქმის ყველაფრის შესახებ გვაფრთხილებენ (ფეხით მოსიარულეთა შესახებ, გადამკვეთი მანქანების ნაკადის შესახებ, ზოლიდან გამოსვლის შესახებ...). 3. მსოფლიოში არ არსებობს ასეთივე ჩუმი ავტომობილი. 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ავტომობილი თავის ძალიან ჩუმ წინამორბედთან შედარებით 10% –ით ჩუმია. 130 კგ მარტო ხმაურსაიზოლაციო მასალებია გამოყენებული, საბურავები კი სპეციალური ქაფითაა შევსებული. 4. ეს მანქანა ინჟინრული ხელოვნების თანამედროვე ნიმუშია – Phantom VIII ახალ პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც «ფუფუნების არქიტექტურას » უწოდებენ, რაც გულისხმობს მთლიანად ალუმინის კარკასს, პნნევმატურ, ელექტრონულად მართულ დამუხრუჭებას. 5. ახალ ავტომობილში შეგვიძლია დავისვენოთ. მყიდველებს შეუძლიათ შეუკვეთონ ინდივიდუალური სკამები, რომელთა შორის არის "ძილის სავარძელი". კიდევ ერთი სიახლე – უკანა სავარძლებს შორის გაჩნდა მაცივარი სასმელებისთვის, აგრეთვე ნიშა, სადაც ინახება ჭურჭელი ვისკისა და შამპანურისათვის. 6. გათბობა თითქმის ყველაფრისთვისაა გათვალისწინებული. 7. არავითარი პლასტმასი! ყველა მართვის ელემენტი დამზადებულია მეტალისგან, მინისაგან და დაფარულია მაღალი ხარისხის ტყავით. 8. რათქმაუნდა კარები უხმაუროდ იხურება. როცა მგზავრი თავის ადგილს იკავებს, მძღოლის ოდნავი შეხებისას კარის სენსორზე კარის უხმაუროდ დახურვას იწვევს. ამ ეფექტმა სახელიც მიიღო –«Embrace» (ინგლისურიდან «ჩაკვრა, მოხვევა»). 9. მძღოლებისთვისაც ძალიან მოსაწონი იქნება. ახალი მანქანა მშვენიერ მანევრულობას და სტაბილურობას გვპირდება, შესაძლებელი იქნება ოთხივე ბორბალის მოტრიალება! 10. Phantom VIII — ეს მხოლოდ დასაწყისია. ინჟინერების დაპროექტებული Rolls-Royce ახალი პლატფორმა საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ახალი მოდელისთვის, მიუხედავად მათი მასის, ზომისა და მახასიათებლებისა: კროსოვერი Cullinan, აგრეთვე Ghost, Wraith და Dawn – ის შემდგომი თაობები გაკეთდება «ფუფუნების არქიტექტურა » – ზე დაყრდნობით. P.S. მყიდველებს მაშინვე აფრთხილებენ, რომ მოძრაობისას ისინი საკმაოდ მკვეთრ ხმას გაიგონებენ, ეს ხმა წინა პანელზე, მინის ქვეშ მოთავსებული საათის წიკწიკია. თანაც ჩვეულებრივი საათის ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ Bespoke შეუკვეთოთ, რომელიც «ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია». 75 შეფასება არ არის
|