საზოგადოება დიდუბეში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა და ორი დაშავდა 2017, 26 ივლისი, 11:13 თბილისში, დიდუბის რაიონში, სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟისას ორი მუშა დაშავდა და ერთი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით შენობის დემონტაჟის დროს გადმოინგრა კედელი და სამი მუშა ქვეშ მოიყალა.ამათგან ერთი 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, რომელსაც ორსული მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. შეგახსენებთ, გუშინ დიდ დიღომში დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობაზე უბედურ შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდა, კოკა მიქიაშვილი ემსხვერპლა.მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა. სულ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მშენებლობაზე უკვე 10 ადამიანი დაიღუპა. 41 5-ს მოსწონს 1-ს არა |
გაუკეთე უსაფრთხოები ქამარი და რომც ჩამოვარდეს გადარჩება ადამიანი. :(((