"დეზერტირების" ბაზარში ხანძარია. ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, ოთხი სამაშველო და რვა სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის გავრცელების ზუსტი ფართობი და მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ ფოთის აგრარული ბაზარიც დაიწვა. ფოთის აგრარული ბაზრის სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული.
ზარალის ოდენობა ამ დრომდე არ არის დადგენილი. ასევე უცნობია სულ რამდენი მაღაზია დაიწვა. ხანძრების სერია "ბავშვთა სამყაროს" დაწვით დაიწყო. ბავშვთა სამყაროს შენობა კომპანია “ალდაგს” 6 მილიონ ლარად აქვს დაზღვეული, თუმცა სადაზღვევო კონტრაქტში არ შედის ამ შენობაში არსებული მასალები ან პროდუქცია. ამიტომ, იქ მომუშავე ადამიანებისთვისაც არავის აუნაზღაურება მიყენებული ზარალი.
საინტერესოა, კიდევ რომელი ბაზრობა დაიწვება და რომელი სავაჭრო ცენტრი აშენდება მის ადგილას.