კინო ლუი დე ფიუნესი — მსახიობი, რომელიც მეზობლების გარდა, ყველას უყვარდა 2017, 19 ივლისი, 9:36
მაგრამ, სანამ დიდი აღიარება მოვიდოდა, მომავალი კომიკოსის ცხოვრება მარტივი არა ყოფილა. ის მზრუნველი მეუღლე და მამა იყო და იმისთვის, რომ ოჯახი შეენახა, არანაირ სამუშაო თაკილებოდა. ის მეკუჭნავე, უნივერმაღში ვიტრინების დეკორატორი, მეთუნუქე, ბუღალტერი და ფოტოგრაფიც იყო. ის ასევე გამოდიოდა ექსპერიმენტალური თეატრების სცენებზე. მღეროდა, ცეკვავდა, ხალხს აცინებდა... სცენიდან ბარში გარბოდა და როიალთან ჯდებოდა. ასე შოულობდა ფულს ოჯახისთვის და სამსახიობო კურსების დასაფინანსებლად. ის არც პირველ ვაჟს ტოვებდა უყურადღებოდ და სანახავად რომ მიდიოდა, ყოველთვის ტკბილეული მიჰქონდა. ასეთ ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია და როგორც მსახიობის მეგობრები ამბობდნენ, მას ძალიან რთული ხასიათი ჩამოუყალიბდა. განსაკუთრებული სირთულეები ამის გამო, მსახიობის მეზობლებს ექმნებოდათ. ლუი დე ფიუნესი ხშირად იძახებდა პოლიციას, თუ საღამოს 10 საათის შემდეგ, მეზობლებისგან ხმაური ისმოდა. ამასთან, ის ხანდახან, კომპენსაციის სახით, მატერიალურ ანაზღაურებასაც ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ძალიან უყვარდა, ჩხუბის მიზეზი, არც მათთან ელეოდა. მათ ყოველთვის აკონტროლებდა და მაშინაც კი ეჩხუბებოდა, როდესაც ძვირადღირებულ ნივთებს ყიდულობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პრობლემები სახლში არა ჰქონდათ, მსახიობი ფულს ხელმომჭირნედ ხარჯავდა. 1979 წელს ლუი დე ფიუნესმა ფილმი გადაიღო, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად იყო. ფილმში მთავარი გმირი მდიდარი დიდგვაროვანია, რომელსაც სკივრი ოქროს მონეტებით აქვს სავსე და საკუთარი შვილებისთვის არაფერი ემეტება. შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა ამ ფილმში საკუთარი თავი ითამაშა. მისმა ვაჟმა ოლივიემ, მამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა: «მამა ძალიან ძუნწი იყო. ერთხელ მან მაიძულა, რომ ნაყიდი სპორტული ფეხსაცმელი, შედარებით იაფასიაზე გადამეცვალა, რადგან ჩათვალა, რომ მეტისმეტად ძვირი იყო». ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება, შესაძლებელია, მსახიობის მიერ, ბავშვობაში გადატანილ ტრამვას უკავშირდებოდეს. როგორც ამბობენ, ლუი დე ფიუნესის მამას ვალები ჰქონდა. ამის გამო, მან თავი მოიკლა (ან თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო) და ოჯახი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში დატოვა. სავარაუდოდ, მსახიობს ეშინოდა, რომ მსგავსი რამ მის ოჯახსაც არ მოსვლოდა და ამიტომ, «ზედმეტ ხარჯებს» ერიდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას არასდროს ენანებოდა ფული, როდესაც ბავშვთა სახლებისთვის სათამაშოებს ყიდულობდა. დიდი მსახიობი ამ ქვეყნიდან დიდი პატივით გააცილეს. მან სიცოცხლეშივე და სიკვდილის შემდეგ, მიიღო ყველაფერი, რაც თავისი დაუღალავი შრომით დაიმსახურა. მის გარდაცვალებასთან ერთად, დავიწყებას მიეცა წარსულის ყველა სირთულე და წყენა, რომლის მიზეზიც დიდი მსახიობი გამხდარა. ხოლო, მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში, ის სამუდამოდ დარჩა სიაში, რომელშიც მხოლოდ ორი ადამიანი არის: დუი დე ფიუნესი და პიერ რიშარი. მსახიობი, რომელთა ხსენებაც კი ღიმილს იწვევს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ლეგენდა მიდის… ალენ დელონი: «ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იყო!» გასაოცარი ფაქტები ალენ დელონის შესახებ რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული მარია კალასი. ცხოვრების და გარდაცვალების საიდუმლოებები 82 წლის სოფი ლორენის სილამაზის საიდუმლო ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან
9755 7-ს მოსწონს
|