კინო უმა თურმანის 19 წლის ქალშვილმა კინოში პირველი როლი მიიღო 2017, 11 ივლისი, 15:21 ტელეარხი BBC One და კინოკომპანია Playground ერთობლივ მინი სერიალს იღებენ, პროექტის რეჟისორად ვანესა კასვილი დაინიშნა. ფილმი ლუიზა მეი ელკოტის რომან "პატარა ქალები" – ის მიხედვით შეიქმნება.
რომანი ოთხი დის შესახებ მოგვითხრობს, ერთერთი მათგანის, წლოვანებით მეორეს როლს 19 წლის მაია თურმან–ჰოუკი შეასრულებს. იგი უმა თურმანისა და ითან ჰოუკის შვილია, მისთვის ეს კინოდებიუტია. ფილმში აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას უილა ფიცჯერალდი, ანეს ელვი, ქეთრინ ნიუტონი. დედის როლს ორგზის ოსკაროსანი ემილი უოტსონი შეასრულებს. მაია თურმან–ჰოუკმა ნიუ–იორკის სამსახიობო ხელოვნების სკოლა დაამთავრა, მას ბავშვობიდან უნდოდა მსახიობი გამხდარიყო 232 შეფასება არ არის
|