ღრმა ბავშვობის შემდეგ უკვე ვიცით როდის უნდა გავიდეთ საპირფარეშოში. ჩვენი ტვინი სიგნალს გვაძლევ, თუ როდის არის საჭირო ეს, ჩვეულებრივ კი თუ ადამიანი საჭირო რაოდენობით სითხეს იღებს, ეს 6-ჯერ 7-ჯერ ხდება დღეში.
თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა ეს უბრალოდ შეუძლებელია. მაგალითად თუკი სახლში არ ვართ და არ არის ახლომდებარე ობიექტი, ან უბრალოდ დაკავებულია. მაგრამ თუ ეს იშვიათად ხდება არაფერს გვავნებს, სანამ ჩვევად არ გადაიქცევა. სწორედ მაშინ იწყება პრობლემები.თქვენს შარდის ბუშტს ძალიან ცოტა სითხის დატევა შეუძლია
თქვენს შარდის ბუშტს ცოტაოდენი სითხის დატევა შეუძლია - დაახლოებით ორი ჭიქა წყლის (ნახევარი ლიტრი) - კომფორტულად. ბავშვებისათვის ეს უფრო ნაკლებია - მხოლოდ 0.1 ლიტრი.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შარდის ბუშტი კუნთია, რადგან ზუსტად ასეა. როდესაც თქვენი შარდის ბუშტი დატვირთვით მუშაობს, მას შეუძლია გავლენა სხვა რამეზეც მოახდინოს: მაგალითად, თქვენი მენჯის კუნთებჯ. თქვენი მენჯის კნთები არის ის, რაც აკონტროლებს გინდათ თუ არა მოშარდვა. (ხომ არ გსურთ ჩვილობის დროში დაბრუნება?) ასე რომ, ეცადეთ თქვენი შარდის ბუშტი იდეალურ მდგომარეობაში იყოს.თქვენი ტვინი ვერაფერს მიხვდება
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, დოქტორმა კამანდიპ ბალიმ, ტორონტოს ჯანმრთელობის კლინიკის ექიმმა ჰეფტინგტონ პოსტს განუცხადა, რომ თუკი შარდის ბუშტი ერთხელ მაინც, ასევ ვთქვათ დაიჭიმება, თქვენი ტვინი დაკარგავს უნარს მიხვდე, როდის უნდა გახვიდეთ საპირფარეშოში.თქვენ ნამდვილად შესაძლოა, რომ შარვალში მოშარდოთ!
ეს ყველაზე უხერხული და ჩემი აზრით ყველაზე ცუდი სცენარი შიძლება იყოს. დოქტორმა ლაურენ სტრიჩერმ Redbook-ს განუცხადა: "თუ თქვენი შარდის ბუშტი ივსება და ივსება, დიდი შანსია, რომ აბაზანაში დროზე ვერ შეხვალთ".ეს გამოიწვევს საშარდე გზების ინფექციებს
ქალების დაახლოებით ნახევარს მაინც ქონია საშარდე გზების ინფექცია ერთხელ მაინც ცხოვრებაში. ეს ინფექციები ჩნდება იმის გამო, რომ ბაქტერიამ შეაღწია საშარდე გზებში, რაც, როგორც წესი, იწვევს წვას, შარდვის გაძნელებას და მენჯის ტკივილს.
თუკი თქვენი შარდის ბუშტი საკმარისად არ დაიცლება საჭირო დროს, თქვენი შარდის ბუშტი ბაქტერიებისთვის იდეალური გარემო გახდება, რაც გამოიწვევს საშარდე გზების ინფექციებს.