x
image
გვანცა1234
თუ გიყვართ სოკო, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!

მიეკუთვნება თუ არა სოკო ბოსტნეულს? ადამიანების უმრავლესობამ არ იცის პასუხი ამ კითხვაზე, ამიტომ, მათ გადაწყვიტეს შეცვალონ სოკო სხვა ბოსტნეულით, მიუხედავად იმისა რომ სოკოს მოაქვს ბევრად უფრო მაღალი ჯანმრთელობის სარგებელი, ვიდრე ჩვეულებრივ ბოსტნეულს. დღეს, ჩვენ განვიხილავთ სოკოს სასარგებლო თვისებებს და მიზეზებს, თუ რატომ უნდა შეიცავდეს მათ თქვენი რაციონი!
ასე, რომ თუ გიყვართ სოკო, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!image1. წონის დაკლება
კვლევებმა აჩვენა, რომ სოკო შეიცავს ნუტრიენტებს, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკარგვაში. სოკო საკმაოდ დაბალკალორიულია, ამიტომ ის საუკეთესო არჩევანია დიეტის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ჯანსაღი სამზარეულო ზეთი, რადგან სოკო იწოვს ზეთს მომზადებისას. რეკომენდებულია ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი.image2. ფრჩხილების და თმის ზრდა
სოკო შეიცავს სელენიუმს, რომელიც აუმჯობესებს თმას და ფრჩხილებს. სელენიუმს შეუძლია მოგცეთ ჯანსაღი და ლამაზი კანი, თმა და ფრჩხილები. უფრო მეტიც, მას შეუძლია გაზარდოს მეტაბოლიზმის მაჩვენებელი თქვენს ორგანიზმში. გარდა ამისა, ამ მინერალს აქვს შესაძლებლობა რბილი და ახალგაზრდა კანის შენარჩუნების.image3. აძლიერებს იმუნიტეტს
სოკოს შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს თქვენი იმუნური სისტემა. ის ხელს უშლის ავადმყოფობას და ინფექციებს იმუნიტეტის გაძლიერების გზით. მისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, სოკო ძალიან სასარგებლო ანთების დროსაც.image4. ვიტამინი D-ს წყარო
ვიტამინი D ძალზე მნიშვნელოვანია კალციუმის შეწოვისთვის, ე.ი ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის. მზის ვიტამინის მეტი დოზის მისაღებად, რეკომენდებულია მომზადებამდე სოკო პირდაპირ მზის ქვეშ მოათავსოთ 30-60 წუთით.image5. კარგია ნაწლავებისთვის
სოკო შეიცავს ხსნად ბოჭკოვანს, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ჯანსაღი ბაქტერიების რაოდენობა ნაწლავში. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას და ხელს უშლის წონის მომატებას. სოკოს შეუძლია შეამციროს ცუდი ქოლესტერინის დონე. ასევე რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის.
6. სამკურნალო მიზნებისთვის
საუკუნეების განმავლობაში, სოკოს იყენებდნენ სამკურნალო თვისებების გამო. მათ აქვთ უნარი შეამცირონ ფილტვის ინფექციების რისკი, მაღალი წნევა და გააძლიერონ იმუნური სისტემა.image7. ქოლესტერინის შემცირება
სოკოს შეუძლია შეამციროს სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის დონე, უნიკალური ბოჭკოვანის მეშვეობით. უფრო მეტიც, მას შეუძლია აამაღლოს კარგი ქოლესტერინის დონე. სოკოების ეფექტურობა დაკავშირებულია ციტინისა და გლუკანის გავლენასთან. რეკომენდირებულია ღუმელში მომზადება, ან ზეითუნის ზეთში შეწვა.image8. ანტიოქსიდანტური თვისებები
სოკო შეიცავს ანტიოქსიდანტების მაღალ დონეს. ის შეიცავს ანტიოქსიდანტების უფრო მაღალ დონესაც კი, ვიდრე პომიდორი. ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ დაიცვან სხეულის უჯრედები. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ ნაადრევი დაბერების და კიბოს პრევენცია.image9. ენერგიის ზრდა
თუ თქვენ შეგრძნება გაქვთ, რომ ძალიან დაღლილი ხართ, სოკომ შეიძლება ფეხზე დაგაყენოთ. ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ნუტრიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ და აუმჯობესებენ ენერგიას.image10. ცხოველური ხორცის ალტერნატივა
სოკო შეიძლება იყოს ვეგეტარიანულ რაციონშიც. მასში არის ის საკვები ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება ცხოველურ ხორცში. ზოგიერთი ამ ნივთიერთებათაგანია თუთია, სელენი, ცილა, რკინა და B ვიტამინი. აქედან გამომდინარე, სოკო რეკომენდირებულია მათთვის, ვინც ცხოველურ ხორც არ მიირთმევს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საუკეთესო ხორცის ალტერნატივა!imageგისურვებთ ჯანმრთელობას!

4
10709
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
10709
  
2019, 6 თებერვალი, 6:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 14 დეკემბერი, 9:33
უჰ, სუნიც კი მეცა))) და ვამაყობ, რომ ძალიან გემრიელად ვამზადებ.
2017, 13 დეკემბერი, 17:05
ჰოო ტყუილად არ მყვარებია)))
0 1 4