4 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ყოველდღე უნდა ჩაუტაროთ დეზინფექცია! როგორ გავაკეთოთ ეს?! სტატია დიასახლისებისთვის
ჩვენ სახლებში ზოგიერთი ნივთის ყოველდღიური გაწმენდა და დეზინფექცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ რამდენად დაბინნძურებული შეიძლება იყოს ამ ნივთების ზედაპირი.
ჩვენი უმრავლესობა ზრუნავს სახლის სისუფთავესა და დეზინფექციაზე, რადგან სისუფთავე არის კომფორტული და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილი.
ზოგიერთი საწმენდი საშუალების დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ მოიცილოთ მტვერი, ბაქტერიები და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც თქვენს სახლში საყოფაცხოვრებო ზედაპირებზე გროვდებიან.თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ ზოგიერთი ნივთი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს იმიტომ, რომ უფრო ადვილად ბინძურდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უვნებელი ჩანან, რაც დრო გადის შესაძლებელია თქვენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ.
ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რომელი ნივთები არის ეს და როგორ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ სინამდვილეში ისინი სუფთაა და არ გვიქმნის პრობლემებს.
1) საწმენდი და ტანის სახეხი ღრუბლები
ღრუბლები, რომლებსაც ვიყენებთ ჭურჭლის დასარეცხად და შხაპის მიღებისას, ადვილად ბინძურდებიან, როდესაც არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას.
მათი ნესტისა და მკვდარი უჯრედებისა (ტანზე გამოყეების შემთხევაში) და საკვებ ნარჩენებთან კონტაქტი, ქმნის სტუმართმოყვარე გარემოს ობისა და ბაქტერიებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელია თქვენ ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნას.
როგორ შეგვიძლია მათი დეზინფექცია?
* პირველ ყოვლისა, ჩაძირეთ ღრუბელი წყლითა და თეთრი ძმრით სავსე ჭურჭელში.
* შემდეგ, გააშრეთ მიკროტალღოვან ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. ( რა თქმა უნდა, ნუ მოათავსებთ ღრუბლებს ლითონის ნაწილებით მიკროტალღოვან ღუმელში.2) ნიჟარები
მიუხედავად იმისა, რომ სუფთა წყალი გაედინება ნიჟარებში, ისინი უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.
როგორ შეგვიძლია მათი დეზინფექცია?
* პირველ რიგში, გადაიტანეთ წყალბადის ზეჟანგი ბოთლში და მოასხით ნიჟარას.
* გააჩერეთ 10 წუთით და ჩამორეცხეთ წყლიტა და ღრუბლით
* გაიმეორეთ ყოველ დღე3) საჭრელი დაფები
საჭრელი დაფები შეიცავენ უფრო მეტ მიკრობებს, ვიდრე თითქმის არაფერი თქვენს სახლში.
ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი იწოვენ წყალსა და საკვების ნარჩენებს ადვილად, რაც მოგვიანებით მიკროორგანიზმების ზრდას იწვევს.
როგორ შეგვიძლია მათი დეზინფექცია?
* პირველ რიგში, დაასხით საჭრელი დაფის ზედაპირზე დიდი რაოდენობით ლიმონის წვენი.
* ამის შემდეგ, მოაყარეთ მარილი
* ორივე ინგრედიენტი შეიცავს ანტიბაქტერიულ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნებისმიერი ბაქტერიის განეიტრალებას.4) სამზარეულოს ჩვარები
თქვენ წარმოიდგინეთ, სამზარეულოს ჩვარი ძალიან ბინძური საყოფაცხოვრებო ნივთია, რომელიც ყოველდღიურად საჭიროებს დეზინფექციას.
ამ ნაბიჯის გამოტოვებამ, შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი და ამას რომ თავი დავანებოთ პრობლემები შეუქმნას თქვენ ჯანმრთელობას.
როგორ შეგვიძლია მათი დეზინფექცია?
* პირველ რიგში, დაამატეთ ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი ერთ ლიტრი ცხელ წყალს.
* შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ ჩვარი ამ ნაზავში.
* შემდეგ ამოიღეთ, გაწურეთ და გააშრეთ მზეზე.