x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ორალური სექსი განუკურნებელ გონორეას იწვევს
image


გონორეა (იგივე ტრიპერი)სულ უფრო ძნელად განკურნებადი ხდება, ამის შესახებ განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გააკეთა.სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია სულ უფრო მდგრადი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ.


რეპროდუქტიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის თანამშრომლის, დოქტორ ტეოდორ ვის განცხადებით ექსპერტებმა სამი შემთხვევა დააფიქსირეს იაპონიაში, საფრანგეთში და ესპანეთში, როდესაც გონორეა განკურნებას არ დაექვემდებარა.


"გონორეა-ძალიან ჭკვიანი ინფექციაა, როდესაც მის წინააღმდეგ შეგყავთ ახალი სახეობის ანტიბიოტიკი, ბაქტერიის წინააღმდეგობა იზრდება"-განაცხადა ვიმ.



გონორეამ შეიძლება დააზიანოს გენიტალიები, სწორი ნაწლავი და ყელი, სწორედ ეს ბოლო აშფოთებთ ექსპერტებს, როგორც ტეოდორ ვი აცხადებს, ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს გონორეის განვითარება ყელის უკანა კედელზე.


'როდესაც ყელის სამკურნალოდ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს ის ერწყმის Neisseria-ს(Neisseria gonorrhoea-ბაქტერია, რომელიც გონორეას იწვევს), ამ პროცესის შედეგად ინფექციის წინააღმდეგობა იზრდება."

ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ ყველაზე სახიფათო ამ დროს ორალური სექსია, ყელში მოხვედრილი გონორეას ბაქტერიამ შეიძლება სუპერგონორეა გამოიწვიოს, რომელიც ძალიან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.


აშშ-ში გონორეას გაძლიერებული მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ შეინიშნება გეიმამაკაცებში, მიზეზი იგივეა, ინფექცია ყელში, დასძინა ვიმ.

იმის გამო, რომ შიდსის გავრცელებამ მკვეთრად იკლო, ადამიანები გათამამდნენ და სულ უფრო ნაკლებად იყენებენ პრეზერვატივებს, რის გამოც მოიმატა ტრიპერის გართულებულმა შემთხვევებმა.


1
283
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
283
  
2017, 10 ივლისი, 8:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1