სიახლეები გელენტვაგენის ახალი "მომრგვალებული" ვერსია გამოჩნდა 2017, 3 ივლისი, 19:23 სატიუნინგო ატელიე ARES Performance –ს მიერ შექმნილი უჩვეულო პროექტი ბევრს ახალი თაობის G-კლასი ეგონა. ბევრს არ მოსწონს გელენტვაგენის კუთხოვანი ფორმები, ამიტომ ატელიეში გადაწყვიტეს მისი ფორმები მოემრგვალებინათ. ასე შედგა პროექტი X-Raid, რომელიც Mercedes-AMG G63 –ს ბაზაზე შეიქმნა. მას შეუცვალეს ძარის პანელები ახალი კარბონის მასალისაგან, რამაც მანქანა 200 კილოგრამით შეამსუბუქა. მანქანა ახალი მოდელის მერსედესი გეგონებათ. მანქანას ახალი 5, 5 ლიტრი მოცულობის V8, ფორსირებული 835 ცხენისძალიანი ძრავი აქვს. (სტანდარტულ G63 –ს 571 ცხენისძალა აქვს). სალონის გასაწყობად საუკეთესო ხარისხის ტყავი და ხეა გამოყენებული. ამასთან ინტერიერს დამკვეთის სურვილის მიხედვით შეარჩევენ, რათა ორი ერთნაირი მანქანა არ იყოს. 327 შეფასება არ არის
|