სხვა რატომ ღირს ბრილიანტი (ალმასი) ასე ძვირი?! რეალური მიზეზი ბევრმა არ იცის 2017, 1 ივლისი, 10:41
რეალურად, ალმასზე უფრო მეტად იშვიათი ქვები ზურმუხტი, ლალი და საფირია. ხოლო საარაკო ფასები ბრილიანტზე — უდიდესი თაღლითობის შედეგი არის! 1866 სამხრეთ აფრიკაში ძვირფასი ქვების უდიდესი მარაგი იყო აღმოჩენილი. ყოველდღიურად, კიმბერლის რაიონში, დღისით და ღამით, 30 ათასამდე მაღაროელი მშაობდა. 1871-1914 წლებში, მათ დაახლოებით 2 722 ტ. ალმასი მოიპოვეს! იმ პერიოდში, ბაზარი გაჯერებული იყო ალმასით და ამის გამო, ფასი ბრილიანტზე ელვისსისწრაფით ეცემოდა. უცნობია, რამდენად გაუფასურდებოდა ქვები, ამ საქმეს სათავეში სესილ ჯონ როდსი რომ არ ჩასდგომოდა. მან კომპანია De Beers-ი დაარსა და სულ მალე, მონოპოლისტი გახდა. როდსი სამხრეთ აფრიკაში 1870 წელს ჩავიდა და სრულად განიცადა ალმასის ციებ-ცხელების ყველა სიკეთე. ქვების ძებნის საქმეში, დიდი წარმატება არ ჰქონია, სამაგიეროდ, კომპანიის დაარსების შემდეგ, სხვა მაღაროელებს ემსახურებოდა – ხელსაწყოებს და პროდუქტებს აწვდიდა. მათთვის შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, სპეციალური ორთქლის მანქანაც შეიძინა, მაღაროდან წყლის ამოსატუმბად... ქვების მაძიებლები, როდსის კომპანიის ყველანაირი მომსახურების საფასურს, ალმასებით იხდიდნენ. ეს ერთადერთი ვალუტა იყო, რომელიც იმ რეგიონში ფუნქციონირებდა. ეს საქმე იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ უკვე 1883 წლისთვის, ჯონ როდსი კიმბერლის ყველა საბადოს აკონტროლებდა. ხოლო 5 წლის შემდეგ, მსოფლიო ალმასის მოპოვების და გადამუშავების 90 % მის ხელში იყო! მას შემდეგ, რაც კომპანია De Beers, ალმასების ბაზარზე, მონოპოლისტი გახდა, ქვებზე ფასს უკვე ის არეგულირებდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, ფასი ადეკვატური იყო – მხოლოს ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწყო ზრდა. საკვირველია, მაგრამ ფასის ზრდის მიზეზი, კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი გახდა. საქმე იმაში იყო, რომ XX საუკუნის 50-იანი წლებში ბრილიანტზე მოთხოვნილება დაეცა. იმ პერიოდში, ფერადი ქვები შემოვიდა მოდაში. პოტენციური მყიდველები, ძვირფასეულობის შეძენისას, უპირატესობას ზურმუხტს და ლალის თვლებიან სამკაულებს ანიჭებდნენ. ამის საპასუხოდ, კომპანია De Beers-მა ჯერ არნახული სარეკლამო კამპანია წამოიწყო, დევიზით – «ალმასი სამუდამოდ». თავის დროზე, კომპანია De Beers-ის სახეები მერლინ მონრო და შონ კონერი იყვნენ. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, შონ კონერმა, გარკვეული პაუზის შემდეგ, ისევ ითამაშა აგენტი 007-ის როლი ფილმში «ალმასები სამუდამოდ» (1971)! რეკლამის გარეშე, რა თქმა უნდა, ფასი ამ ქვაზე, მეტისმეტად დაბალი არ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი ღირებულების ლომის წილი, სწორედ მის სტატუსზე მოდის და არა თვითღირებულებაზე. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ქალის ყველაზე ძვირადღირებული თეთრეულის TOP - 10 პაკისტანელი გოგონას ბრილიანტის ცრემლები (+ ვიდეო) ნახევრადძვირფასი ქვების ენერგია ჩვენს სამსახურში მეკობრეები. ქვეყნები, რომლის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო მეკობრეობა იყო 8296 10-ს მოსწონს
|