სიახლეები ახალი თაობის BMW 2017, 27 ივნისი, 0:42 BMW–მ ახალი თაობის კროსოვერი X3 წარმოადგინა.
ახალი BMW X3 უფრო დიდია, ვიდრე პირველი თაობის X5! მანქანის სიგრძე 4716 მილიმეტრია, რაც 59 მმ–ით მეტია ადრინდელზე. სალონიც უფრო გაიზარდა. კლირენსი 204 მმ–ია, რაც თანამედროვე კროსოვერებისთვისაც დიდია. მანქანების უმეტესობა სრულამძრავიანი იქნება, მაგრამ ამერიკაში უკანაამძრავიანი მოდელებიც გამოვა. მულტიმედიური სისტემის დისპლეი წინა პანელს ზემოთაა განთავსებული და ეს უკვე სტანდარტი ხდება. ზოგიერთი ფუნქციის მართვა ჟესტებითაცაა შესაძლებელი (ეკრანზე შეუხებლად). სხვა ოფციებიდან აღსანიშნავია სამზონიანი კლიმატ–კონტროლი, სავარძლები ვენტილაციით, Wi-Fi, გასაღები ფერადი ეკრანით, რომლის საშუალებითაც მძღოლს შეეძლება დაინახოს რა მოსდის ავტომობილს, ჩართოს სალონის გათბობა და ძრავი. ექნება აგრეთვე თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის ფუნქცია "ნახევრადავტოპილოტი" ტრასაზე მოძრაობისას: Х3 ყურადღებას მიაქცევს მოძრაობის ზოლებს და სხვა მანქანებს, დაამუხრუჭებს/დაიძვრება და თანაც გაასწრებს სხვა ავტომობილს, მაგრამ ამასთან მძღოლისგან მოითხოვს სრულ კონტროლს სიტუაციაზე. ბენზინზე მომუშავე X3 M40i ახალი სამი ლიტრი მოცულობის, 360 ცხენისძალიანი ძრავით გამოვა. (მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრი) 100 კმ/სთ სიჩქარეს 4, 8 წამში ღწევს. თავიდან მანქანებს ამერიკაში ააწყობენ, შემდეგ რუსეთში, კალინინგრადის ქარხანაში. ფასი ჯერჯერობით უცნობია. 80 შეფასება არ არის
|