საზოგადოება ჩანთების ცნობილმა მწარმოებლებმა მყიდველები შოკში ჩააგდეს...( მერწმუნეთ, ისინი ტყავის ნაწარმს აღარასოდეს შეიძენენ) 2017, 26 ივნისი, 8:52 ადამიანების უმრავლესობისთვის იმ ცხოველების ტანჯვა, რომლებსაც კლავენ მხოლოდ ლამაზი ტყავის ნაკეთობებისთვის, უმნიშვნელო და არაფრისმთქმელია. კომპანიები Ogilvy & Mather Advertising Bangkok და PETA Asia გაერთიანდა ისეთი აქციის ჩატარებისთვის, რომელიც მიმართული იყო ამ დამოკიდებულების შეცვლისთვის. მათ მაღაზიების თაროებზე გამოფინეს ტყავის ნაკეთობები, რომლებიც გამოიყურებოდნენ როგორც მდიდრული და ძვირადღირებული ნივთები _ უსაშინლესი შიგთავსებით, ისეთებით, როგორიც არის ცხოველების ხორცი, სისხლი, ერთ ჩანთაში მფეთქავი გულიც კი იდო. მყიდველები შეძრწუნებულები ყვიროდნენ _ აქციის ორგანიზატორები სწორედ ამ ეფექტს უწოდებენ „ ადამიანური სინდისის მაღვიძარას“. მყიდველი არაფერს ეჭვობს და შეძრწუნებული წამოიყვირებს. ერთ ჩანთაში მფეთქავი გული იდო. ტყავის ქურთუკები, ჩანთები, საფულეები. ყოველწლიურად 440 ათას პითონს იჭერენ სამხრეთ აზიაში ქამრების და სხვა ნაკეთობების დასამზადებლად. ზოგჯერ მათ ცოცხლებს ატყავებენ... და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ „მოდური“ ნივთი დაამზადონ. საშუალო ზომის ჩანთა არა ერთ, არამედ ოთხი ნიანგის სიკვდილს საჭიროებს. და განა ეს ღირს მორიგ ჩანთად? უყურეთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ აქციის დროს მყიდველებს: იხილეთ ასევე: 1. დედა მწარედ ტირის და შვილის უსიცოცხლო სხეულს იხუტებს. მაგრამ, ყველაზე საინტერესო კადრს მიღმა დარჩა... 2. ათასობით ბავშვი ორგანოებითვის!!! (უსაშინლესი სიმართლე!!!) 3. 23 წუთი ჯოჯოხეთში! 1011 10-ს მოსწონს
|