x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ათასობით ბავშვი ორგანოებითვის!!! (უსაშინლესი სიმართლე!!!)
image

ისინი ხმელთაშუა ზღვის გამჭვირვალე ტალღებში დაცურავენ, პატარა ადამიანები მჭიდროდ მოკუმული ტუჩებით და ცვილის სახეებით. მარილი მათ კანს, ხოლო თევზები მათ სხეულს ჭამენ. ძლიერი დინება პატარა დამხრჩვალ ადამიანებს საბერძნეთის კუნძულებზე პირდაპირ კლდოვან სანაპიროებზე აგდებს.



გასული შემოდგომა და ზამთარი კუნძული ლესბოსის მოსახლეობისთვის, ნამდვილი
კოშმარი იყო. აქედან თურქეთის სანაპირომდე, სულ რაღაც ექვს ნახევარი კილომეტრია. დევნილთა გვამებს, ბავშვებს და უფროსებს, ვეღარ ასაფლავებდნენ. კუნძულზე, უბრალოდ მიწის უკმარისობის გამო, სასაფლაოებზე ადგილი არ იყო, და საფლავებიც ძვირი ღირს. ერთხელ, კონტეინერი, რომელშიც 120 გვამი იყო, სიცხეში თითქმის ორი კვირა იდგა. საბოლოოდ, მთებში ნახეს ძველი მიტოვებული სასაფლაო, რომელთან მისასვლელი ბილიკიც კი აღარ არსებობდა. სწორედ იქ ჩაყარეს ყველა, უსახელო, დანომრილ საფლავებში. არა სახელი, არა წარმომავლობა. ეს არ არის ნაწყვეტი საშინელებათა რომანიდან _ ეს, რეალობაა ბატონებო!



მეთევზეები მუშტებს ურტყამენ ხის მაგიდაზე და იფიცებიან:
– დიახ! დიახ! ჩვენ ვნახეთ! საკუთარი თვალებით ვნახეთ! ბავშვები და დიდები
გაკერილი მუცლებით!

იქ, თურქეთში ფატრავდნენ მათ ორგანოებისთვის, შემდეგ კი კონტრაბანდისტები ნეიტრალურ წყლებში ყრიდნენ გვამებს იმ იმედით, რომ თევზები და მარილი დაასრულებდა მათ შავ სამუშაოს.
imageimageimage

„აქ, ლესბოსზე, რატომ არ დაიწყო პოლიციამ გამოძიება?“ _სკეპტიკურად ვეკითხები მე. „ოხ, შენ რა გაგეგება? - ყვირის მეთევზე, სახელად სტავროსი. - შენ ვერ წარმოგიდგენია აქ რა ხდებოდა.

ზაფხულის ბოლოდან ნაპირზე ათასობით ადამიანი გადმოდიოდა. მათ შორის იყვნენ ავადმყოფები და დაჭრილები. ჩვენს კუნძულზე, ჩვენთვისაც კი არასაკმარისი რაოდენობის ექიმი გვყავს, აქ კი შემოსევა იყო! არავინ არ იყო ამისთვის მზად. საჭირო იყო ხელისუფლებას ცოცხლებზე ეზრუნა, და არა დამხრჩვალებზე და იმათზე, ვინც კუნძულზე გარდაიცვალა. ჯოჯოხეთური სიცხე იდგა, იხრწნებოდა სხეულები. არავითარი ექსპერტიზა - სწრაფად მიწაში და დაივიწყეთ. აი, მე კი არ შემიძლია დავიწყება. ერთ ბიჭუნას თვალები ჰქონდა ამოჭრილი. სწორედ რომ ამოჭრილი. ისინი ამბობენ: თევზებმა შეჭამეს. ხა-ხა! მე უკვე ოცდაათი წელია ვთევზაობ. თევზები
ქირურგები არ არიან. როგორ ფიქრობ, რისთვის ჭირდებათ თვალები? რქოვანას
გადანერგვისთვის!


ყველაზე მომგებიანი ბიზნესი მსოფლიოში

image

გასული წლის დეკემბერში თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ისრაელის მოქალაქე ბორის უოკერი (ნამდვილი გვარი ვოლფმანი), რომელიც სირიელი დევნილებისგან ორგანოებს ყიდულობდა.

ორგანოების ამოღება ხდებოდა თურქეთის კერძო კლინიკებში. გაირკვა, რომ ვოლფმანს დიდი ხანია ეძებს ინტერპოლი არა მხოლოდ ორგანოებისთვის, არამედ 2008-2014 წლებში კოსოვოში, აზერბაიჯანში და შრილანკაში არალეგალური ტრანსპლანტაციების
ორგანიზაციისთვის.

ამ ბიზნესს მისთვის შესანიშნავი შემოსავალი მოჰქონდა: 70 000-დან 100 000 ევრომდე ერთ ორგანოში!

უფროსებზე გარკვეული ინფორმაცია არსებობს, ბავშვების შესახებ კი - სრულიად არაფერი. ( ყველაზე ძვირი -ბავშვთა ორგანოებია).

„ორგანოებით არალეგალური ვაჭრობა - ეს შეკრული წრეა, - ამიხსნა ბერძენმა ექიმმა დიმიტრის ქსენაკისმა.- ყველა დაინტერესებულია ჩუმად იყოს. მოკლული დონორი უკვე ვეღაფერს იტყვის. ჩუმად იქნებიან მკვლელი ექიმებიც, შუამავლებიც, პაციენტებიც, რომლებსაც საერთოდ არ სურთ რამე იცოდნენ. ადრე ორგანოებით ვაჭრობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ე. წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. მაგალითად, ინდოეთი უკვე დიდი ხანია გადაიქცა ქვყნად, სადაც ყვავის „ტურიზმი ორგანოებისთვის“. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ბიზნესი შეუძლებელია
ზემდგომი ეშელონების მფარველობის გარეშე. მე არ ვსაუბრობ ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამოჭრილი თირკმელი ცოცოხლობს 48 საათი, ღვიძლი და პანკრიასი კი უფრო მცირე დრო. ე. ი. ამოჭრიდან გადანერგვამდე ათვლა საათებზე იწყება. ვის ძალუძს გადააგზავნოს ორგანოები თვითმფრინავით, მაგალითად სომალიდან ან კენიიდან საბაჟო შემოწმების გარეშე დედამიწის ნებისმიერ წერტილში?“


სად არიან დაკარგული ბავშვები?


მიმდინარე წლის 31 იანვარს ინტერპოლმა შოკში ჩააგდო მსოფლიო საშინელი ციფრებით: ევროპის ტერიტორიაზე 10 000 დევნილი ბავშვი დაიკარგა. ორიოდე თვის გასვლის შემდეგ, ეს რიცხვი დააზუსტეს 12 000-მდე. საუბარი იყო მხოლოდ დარეგისტრირებულ (!) ბავშვებზე. ეს კი მხოლოდ აისბერგის თავია.


ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით დევნილებთან ერთად გავიარე გრძელი გზა როგორც ჟურნალისტმა. მე საკუთარი თვალით ვნახე, ათასობით ახალგაზრდა აგრესიული მამაკაცი, რომლებიც შეტევაზე გადადიოდნენ საზღვარზე ან უბრალოდ ტყეზე გავლით.

მათ უმრავლესობას ხელში ჰყავდათ პატარა ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ შიშისგან და დაღლისგან ტელეკამერების წინ. ყველა ლტოლვილს არ ჰქონდა პასპორტი, რომლებიც თითქოსდა დაეწვათ დაბობმვისას, და რა თქმა უნდა მათ არ ჰქონდათ ბავშვის საბუთებიც. იმ საშინელი შემოსევების პირველ თვეებში არავინ არ არეგისტრირებდა არც დიდ და არც ბავშვ ლტოლვილებს. თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაკარგული ბავშვების რაოდენობა 25-26 000-ზე ნაკლები არ იქნება! მხოლოდ დისციპლინირებულ შვეციაში დაიკარგა 1 000 დარეგისტრირებული ( ! ) ბავშვი.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მათ არავინ არ ეძებს. მე თხოვნა გავაგზავნე ინტერპოლში, რათა როგორც ჟურნალისტს, მსურდა გამომძიებლებთან დაკავშირება. პასუხად - დუმილი.

„პატარა ბავშვი -ეს როგორც საშვი და დაცვაა, -მიამბობდა მე მაკედონიელი ჟურნალისტი მილენა, რომელიც გავიცანი იდომენის ლტოლვილთა ბანაკში. -მე ხშირად ვმუშაობ საბერძნეთ- მაკედონიის საზღვარზე და ვხედავდი, თუ როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს ბავშვიანი მამაკაცები იმის იმედით, რომ ისინი ვერ გაბედავდნენ ბავშვიანის ცემას. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი ბავშვები არ იყვნენ. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ გარეგნულად არ გავდნენ ერთმანეთს: შავგრემანი, ძალიან ახალგაზრდა ბიჭები ცისფერთვალება, თეთრკანიანი პატარა ბავშვებით. აქ საუბარი სხვა რამეზეა. საკუთარ შვილს არცერთი მშობელი არ დააყენებს ცრემლსადენ აირთან და არ შევარდება ბრბოში იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს უბრალოდ გადათელავენ!
როდესაც ბალკანეთის მარშრუტი მოქმედებდა, სერბელმა პოლიციელებმა ტყეში
რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა, რომლებიც შეშინებულები, ავადმყოფები,
საკუთარ სახელსაც ვერ ამბობდნენ. სავარაუდოდ ისინი მიატოვეს მას შემდეგ, როდესაც
ავად გახდნენ და „მამებისთვის“ მძიმე ტვირთად იქცნენ. ლტოლვილისთვის ჯანმრთელი ბავშვი - კაპიტალია.

თუ ის ლამაზია, ბორდელს მიჰყიდიან. თუ არა და, -გოჭივით დაანაწევრებენ ორგანოებად. კოსოვოს და ალბანეთის მახლობლად დიდი გამოცდილება მიიღეს იუგოსლავიის დაბომბვებიდან. და არავინ არ დაუწყებს ამ ბავშვს
ძებნას, -მას ხომ არავითარი საბუთი არ აქვს“.


ვინ არიან ეს ბავშვები?

ისინი იყიდეს. ИГИЛ (ისლამური სახელმწიფო ერაყის და ლევანტის. არ აღიარებული
ისლამური სახელმწიფო, საერთაშორისო ისლამური სუნიტური ორგანიზაცია, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტულად) თავისი არსებობის მომენტიდან აქტიურად ვაჭრობს ქალებით და ბავშვებით. ყველაზე ძვირად ფასობენ ცხრა წლამდე ასაკის ბიჭები და გოგონები, რომლებსაც ყიდიან სექსუალურ მონებად. ყველაზე ძალიან ეზიდები დაზარალდნენ.

მოსულიდან გამოქცეული კათოლიკე მარია გავიცანი ანკავაში. ის ჩუმად მიყვებოდა, თუ როგორ გაუმართლა მას. ქალაქის აღებამდე მოასწრო თავისი ერთადერთი ქალიშვილის გაგზავნა ნათესავებთან ერბილში. ის და მისი ქმარი კი დარჩნენ, უბრალოდ არ ეჯერათ, რომ ერაყის არმია რამოდენიმე საათში დათმობდა უზარმაზარ ქალაქს. ქრისტიანების ნაწილი გაძარცვეს და ჩასვეს ავტობუსებში. და სწორედ ავტობუსში დატრიალდა ტრაგიკული სცენები. ტერორისტებმა ახალგაზრდა დედას ხელიდან გამოგლიჯეს
ხუთი წლის გოგონა, ხოლო მეორეს, იარაღის მუქარით ათი წლის ბიჭი წაართვეს. არცერთ ქრისტიანს არ მისცეს უფლება ლამაზი მცირეწლოვანი ბავშვების გაყვანისა.


ევროპაში შეყვანილ ბავშვებს შორის ბევრია ომის შვილები, ობლები, დაბომბვების დროს დაკარგულები...


12 000 დაკარგული ლტოლვილი ბავშვი. სირიელები, რომლებიც ყიდიან თავიანთ თირკმელებს ზღვის გადაცურვის საფასურად. საიდუმლო ბორდელები, სადაც უცნობი წარმომავლობის მცირეწლოვან ბავშვებს პოულობენ. ჭკვიანი, ცივსისხლიანი მკვლელი-ექიმები. საავადმყოფოები, სადაც უკანონო ოპერაციებს ატარებენ. უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელთა წყალობითაც ორგანოების გადატანა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.....და არცერთი მოწმე!!!




( ავტორები- ალექსანდრე და ოლგა ბელიაევსკები)


იხილეთ ასევე:

1.სუსლოვი 1961 წელს _ „ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა აფხაზეთიდან უნდა დაიწყოს. სამეგრელოს და სვანეთს კი საჭიროა ავტონომია მიეცეს“.


2. ლიუდმილა პუტინას სენსაციური განცხადება: „ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია მკვდარია“


3. 15 საშინელი ცოდვა, რაშიც ადანაშაულებენ ბარაკ ობამას შეთქმულების თეორეტიკოსები (კონსპიროლოგები)


4. ავღანეთში დაკარგული. დაბრუნება 20 წლის შემდეგ ...

2
14605
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
14605
  
2017, 22 აპრილი, 13:26
განა ამაზე საშინელია ჯოჯოხეთი.?.. მაშ, რად აყოვნებ უფალო...ამაზე მეტად განა დამძიმდება კიდევ დედამიწა?
0 1 2