პროფილაქტიკა 10 მარტივი მეთოდი იმ პროდუქტების ხარისხის გასარკვევად,რომელსაც ხშირად მიირთმევთ 2017, 22 ივნისი, 15:35 გთავაზობთ მარტივ მეთოდებს, თუ როგორ შეიძლება მარტივად, სახლის პირობებში და ზოგჯერ მაღაზიაშიც პროდუქტის ხარისხი და ნატურალურობა შეამოწმოთ.
1.ქათამი ყურადღება მიაქციეთ თეთრ ხაზებს და ცხიმის ფენას.ეს ნიშნავს, რომ ქათმის გასუქება მოკლე პერიოდში მოხდა ჰორმონალური საკვები დანამატების ხარჯზე, ასეთი ხორცი ნამდვილად არაა ჯანსაღი. ყურადღება მიაქციეთ ფერსაც, ახალი ხორცი ვარდისფერი და მკვრივი უნდა იყოს. 2.ხაჭო ხაჭოში ხშირად ამატებენ სახამებელს და მცენარეულ ცხიმებს. დააწვეთეთ ხაჭოზე იოდი, თუ გალურჯდა ე.ი. სახამებელია გარეული, თუ იოდმა ფერი არ შეიცვალა მაშინ ხაჭო ნატურალურია. დადგით ცოტა ხაჭო ოთახის ტემპერატურაზე, თუ მასში მცენარეული ცხიმებია რამდენიმე საათის შემდეგ ხაჭო ფერს შეიცვლის და ყვითელი ქერქი გაუჩნდება. ნატურალური ხაჭო ფერს არ შეიცვლის. 3.თაფლი დააკვირდით როგორ იღვრება თაფლი კოვზიდან. ნატურალური თაფლი ელასტიურ ნაკადს უნდა ქმნიდეს და ნაკადის ბოლოს ნაკეცებად პატარა “მთას" ქმნიდეს. “ხელოვნური" თაფლი წვრილ ნაკადად ეშვება და არც ნაკეცებს ქმნის. ნამდვილ თაფლს კარამელის გემო არ უნდა დაკრავდეს. 4.არაჟანი არაჟანსაც ზოგჯერ მცენარეულ ცხიმს ურევენ. ჩადეთ ერთი კოვზი არაჟანი ცხელ წყალში და მოურიეთ. ცუდი ხარისხის არაჟანი ფანტელებად დაიშლება, ხარისხიანი კი მთლიანად გაიხსნება და ერთგვაროვან სითხეს წარმოქმნის. 5.გაყინული ბოსტნეული, ხილი და კენკრა თუ გაყინული პროდუქტი თოვლით ან ყინულითაა დაფარული ე.ი. შენახვის პირობები დარღვეულია და არ იყიდოთ. აირჩიეთ ისეთი, რომელიც მსუბუქადაა შეჭირხლული. ეს წესი სხვა გაყინულ პროდუქტებზეც შეიძლება გავრცელდეს. 6.თევზი თუ თევზს შემღვრეული თვალები, არამბრწყინავი ქერცლი და ჩამუქებული ლაყუჩები აქვს ე.ი. ძველია. ახალ თევზს ქერცლიც არ უნდა სცვიოდეს და ხელის დადებისას ლორწოვანიც არ უნდა იყოს. 7.ხორცი დააწექით თითით ხორცს, ახალი ხორცი მკვრივია და მალე იბრუნებს ფორმას. ჩამოჭერით პატარა ნაჭერი, თუ შიგნით ხორცი მუქია და ღია ფერის კონტური აქვს ე.ი. ხორცი ხელოვნურად გააახალგაზრდავეს. გადაუსვით ხორცს სუფთა ხელსახოცი, ახალმა ხორცმა ძლიერი სისველე და სისხლის ლაქები არ უნდა დატოვოს. 8.მწვანილი დაიჭირეთ ხელში კონა, ქორფა მწვანილი გვერდით არ უნდა გადაიხაროს. თუ ფერი მეტისმეტად მუქი მწვანეა და ღერო გრძელი ე.ი. მის მოსაყვანად ნიტრატებია გამოყენებული. 9.ყველი თუ ყველში მცენარეული ცხიმია გარეული ასეთი ყველა დაჭრისას იფშვნება(ეს არ ეხება მაგარ ყველს, მაგ.პარმეზანს), მალე შრება და მტვრევადი ხდება. დადეთ ერთი ნაჭერი მზეზე და ცოტა ხნით დააკვირდით. კარგი ყველი დარბილდება, უხარისხო კი პირიქით, გამაგრდება და ზეთოვანი წვეთები გაუჩნდება. 10.ნაყინი დადეთ თეფშზე და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მცენარეული დიდხანს დნება და ნახევრადგამჭვირვალე სითხედ გადაიქცევა, ნატურალური კი ნაღების სქელ კონსისტენციას შეინარჩუნებს. 275 შეფასება არ არის
|