კინო სამგზის ოსკაროსანი მსახიობი კარიერას ამთავრებს 2017, 21 ივნისი, 10:14 ბრიტანელი მსახიობის დენიელ დეი–ლუისის წარმომადგენელმა ლესლი დარტმა განაცხადა: "მსახიობმა შეწყვიტა მუშაობა, იგი დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მასთან ერთად მუშაობდა ამდენი ხნის განმავლობაში, აგრეთვე მაყურებლებს."
დარტმა აღნიშნა, რომ სხვა კომენტარს არც მსახიობი და არც მისი წარმომადგენლები ამ თემაზე აღარ გააკეთებენ. 60 წლის დეი–ლუისი ერთადერთია, რომელმაც "ოსკარი" სამჯერ მიიღო კატეგორიაში "საუკეთესო მამაკაცი მსახიობი". ბრიტანელმა ოსკარი მიიღო ფილმებში "ჩემი მარცხენა ფეხი" (My Left Foot: The Story of Christy Brown, 1989), "ნავთობი" (There Will Be Blood, 2007) და "ლინკოლნი" (Lincoln, 2012). ბევრი კინოკრიტიკოსი დეი–ლუისს თანამედროვეობის საუკეთესო მსახიობად მიიჩნევს. 2013 წელს ჟურნალმა ტაიმმა მსახიობი მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რიცხვში შეიყვანა. 166 შეფასება არ არის
|