ამ ხრიკების გაცნობის შემდეგ, კერძის მომზადება მხოლოდ სიამოვნებას მოგიტანთ!
თუ გქონიათ შემთხვევა, რომ რესტორანში კერძი მოგეწონათ, შემდეგ რეცეპტი მოიძიეთ, მოამზადეთ, მაგრამ, ისეთი გემრიელი მაინც არ გამოსულა, როგორიც რესტორანში იყო? და საქმე პროდუქტებში სულაც არ არის. გემრიელი კერძის საიდუმლო ხრიკებშია, რომლებსაც შეფ-მზარეულები იყენებენ:
კულინარიული რჩევები
1. თუ კერძში უმი ხახვი უნდა გამოიყენოთ, ცოტა ხნით ყინულოვან წყალში ჩაალბეთ. ხახვი ამის შემდეგ, ნაკლებად მწარე იქნება და ყველაზე მთავარი კი ის არის — რომ პირში ხახვის გემოს არ დატოვებს.
2. თუ ყავა შეიძინეთ და მას ძალიან მწარე გემო აღმოაჩნდა, გული ნუ დაგწყდებათ. მოხარშვის წინ, მწიკვი მარილი და დარიჩინი დაამატეთ. ეს ორი ინგრედიენტი ყავას უფრო რბილ გემოს და სასიამოვნო არომატს მიანიჭებს.
3. თუ სალათს ცოცხალი ბოსტნეულით აკეთებთ, მარილი მანამდე უყავით, ვიდრე თხევად სანელებელს (ზეთი, ძმარი, ლიმონის წვენი, მაიონეზი, არაჟანი) დაამატებთ. ასეთ შემთხვევაში, სალათის ნაცვლად, სუპს არ მიიღებთ.
4. ხორცს აბრეშუმისებური ტექსტურა რომ ჰქონდეს და ზომიერად რომ შეიწვას, შეწვის წინ, კვერცხის ცილის და სიმინდის სახამებლის ნაზავი დაასხით და კარგად ამოურიეთ. ასეთი ხრიკით, შემწვარი ხორცი ძალიან ნაზი გამოვა და პირში დადნება.
5. იმისთვის, რომ იდეალური ნამცხვარი გამოაცხოთ, რეცეპტის გარეშე, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ფქვილი და შაქარი, ხოლო კვერცხი იმდენი უნდა დაამატოთ, რამდენიც კარაქი. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ რაოდენობაში, წონა იგულისხმება და არა მოცულობა. ანუ, აუცილებლად უნდა შეძინოთ სამზარეულოს სასწორი.
6. ნამცხვრის ცომში ცოტაოდენი მარილი აუცილებლად დაამატეთ. მხოლოდ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, სხვა ინგრედიენტების გემოს გააძლიერებს და ნამცხვარი უფრო გემრიელი იქნება. ამასთან, ნებისმიერი სახის მარილის გამოყენება შეიძლება.
7. სოუსებში 1 ჩაის კოვზი არაქისის კარაქი ან მდოგვი დაამატეთ, რომ მას უფრო გამოხატული გემო და არომატი ჰქონდეს. ეს ხრიკი განსაკუთრებით კარგად მუშაობს, თუ კერძის მოთუშვას აპირებთ.
8. ამ ხრიკის გამოყენების შემთხვევაში, ჩვეულებრივი ერბო კვერცხის ნაცვლად, მიიღებთ ცილაში «გახვეულ» კვერცხის გულს. ასეთი კერძის მოსამზადებლად, ღრმა ტაფაში გატეხეთ კვერცხი, ცხიმის ნაცვლად, წყალი ჩაასხათ და ცეცხლზე დადგით. შედეგად, მიიღებთ იდეალურ კვერცხს, თხევადი კვერცხის გულით.
9. თუ ხილიანი ცივი ჩაი გიყვართ, მასში მწიკვი პურის სოდა დაამატეთ. ის ჩაიში ტანინის ნეიტრალიზებას მოახდენს და უფრო გემრიელი იქნება.10. კიდევ ერთი ხრიკი, იდეალურად შემწვარი ხორცის მოსამზადებლად, ხორცის გამშრალება არის: ხორცი დაჭერით და ერთ ფენად, ქაღალდის პირსახოცზე დაალაგეთ, ზემოდანაც კარგად გაამშრალეთ, რომ შეწვამდე სრულიად მშრალი იყოს. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ერთ ფენად მოათავსედ ცხელ ტაფაზე. გაითვალისწინეთ, რომ ტაფა უჟანგავი ფოლადის ან თუჯის უნდა იყოს.
11. კოტლეტის ფარშში ცოტა საფანელს თუ დაამატებთ, ფორმასაც უკეთესად შეინარჩუნებს და მსუბაქად ხრაშუნაც იქნება.
12. ჩილის სოუსის გასასქელებლად, სიმინდის ფქვილის (სიმინდის ფქვილის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩიფსები გამოიყენოთ) გამოყენება შეგიძლიათ. მაგრამ, ეს მანამდე უნდა გააკეთოთ, ვიდრე მასში წიწაკას ჩაამატებთ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
ელ. წიგნი რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)