x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ის 9 თვე მალავდა ფეხმძიმობას,შემდეგ ტუალეტში იმშობიარა და ჩვილი უნიტაზში ჩარეცხა
image

ჩინეთში, ცზინხუას ოლქში მეხანძრეებმა უცნაური გამოძახება მიიღეს, გაიგეს რა თუ რას მოითხოვდნენ შეშფოთებული მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები უმალ რეაგირება მოახდინეს.


ადგილზე მისული მაშველები არაჩვეულებრივი სურათის მოწმე გახდნენ, მეოთხე სართულზე, კანალიზაციის მილიდან ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა.მალე მეხანძრეება ერთ-ერთ კოლექტორში ახალდაბადებული ბავშვი აღმოაჩინეს.


მაშველები ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად ამოეჭრათ მილის მონაკვეთი, ისე რომ ახალშობილი არ დაზიანებულიყო და ბავშვი გაენთავისუფლებინათ.



image

ამოყვანისთანავე ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახალშობილს პლაცენტა ზედ ჰქონდა მიკრული, ამასთანვე შეინიშნებოდა სუნთქვითი პრობლემები და მრავლრიცხოვანი მსუბუქი დაზიანებები და ნაკაწრები აღენიშნებოდა.

image

ექიმების ძალისხმევით ბავშვის მდგობარეობა დასტაბილურდა.ამის შემდეგ საქმით პოლიცია დაინტერესდა.


მალევე იპოვეს ბავშვის დედა, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობდა, როგორც ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, დაფეხმძიმების შემდეგ მისმა შეყვარებულმა მიატოვა, აბორტის ფული არ ჰქონდა, როცა მშობიარობის დრო დაუდგა შევიდა ტუალეტში, როგორც თვითონ ამბობს ბავშვი ისე სწრაფად გამოვარდა, რომ რეაგირება ვერ მოასწრო და უნიტაზში ჩავარდა, ქალი აცხადებს, რომ თვითონ გამოიძახა მეხანძრეები, რამდენად სიმართლეს ამბობს ახალგაზრდა დედა ამას პოლიცია გაარკვევს, მანამდე კი პატარა ბიჭუნათი საზოგადოება დაინტერესდა, პრესამ მას "ახალშობილი №59" შეარქვა(ნომერი რითაც ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა).პატარა ბიჭუნას მოსახლეობამ გაუგზავნა საკვები, პამპერსები, სახვევები, ტანსაცმელი და სხვა წვრილმანები.

image

საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა დაგმო ბიჭუნას დედის უმსგავსო საქციელი, ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ახალგაზრდა დედა დაბნეული, უმწეო მდგომარეობაში იყო და ვერ აზროვნებდა რას სჩადიოდა.

image


0
98
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0