x
image
ალექსანდრე ლექსო
Brutal – ახალი ავტომობილი, რომელიც შეიძლება შევიძინოთ ძრავის გარეშე
სლოვაკებმა ახალი სპორტკარი Brutal შემოგვთავაზეს, რომელზე მუშაობაც 5 წელი მიმდინარეობდა.


image


მანქანა სამი მოდიფიკაციის გამოვა: Brutal S1 – სპორტკარი საერთო სარგებლობის გზებისათვის, Brutal R1 – მხოლოდ სარბოლო ტრასებისათვის, Brutal P1 – მანქანა ძრავისა და გადაცემათა კოლოფის გარეშე. (ამათ მყიდველი თავად შეარჩევს)

Brutal S1 – 2 ლიტრი მოცულობის, 300 ცხენისძალიანი Subaru – ს ტურბოძრავითაა აღჭურვილი. მანაქანას 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. ავტომობილის წონა 880 კილოა, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ, 100 კილომეტრ სიჩქარის ასაკრეფად 3, 9 წამი სჭირდება.



image


Brutal R1 – უცნობი მწარმოებლის მიერ დამზადებული, 500 ცხენისძალიანი ძრავით გამოვა. მანქანის წონა 800 კილოა. სლოვაკები იმედოვნებენ, რომ ეს მოდელი დამწყებ ავტომრბოლელებს დააინტერესებს.

ყოველი ავტომობილი მოდიფიკაციის მიუხედავად, კონკრეტული დამკვეთისთვის დამზადდება. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ წელიწადში რამდენიმე ათეული მანქანის გაყიდვას შეძლებენ.

0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0