სიახლეები Ford –მა ახალი, "მოსიარულე" სკამები დააპატენტა 2017, 5 ივნისი, 22:28 Ford – მა პატენტის მისაღებად ახალი კონსტრუქციის სკამები წარადგინა, რომელთაც სიარული შეუძლიათ. ერთი შეხედვით ახალი სკამები ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ პირდაპირი მნიშვნელობით აქვთ ფეხები.
Ford მთლიანად არ ამხელს ახალი სკამების ტექნოლოგიას, ამბობს რომ სკამები თავისუფლად გადაადგილდებიან მიწაზე "ფეხების" საშუალებით. მანქანიდან "გადმოსვლა" შესაძლებელია სრული გაჩერებისას, როცა მძღოლიც არ არის ადგილზე. თუ წარდგენილი ნახაზებით ვიმსჯელებთ, ახალი მობილური მექანიზმი აუცილებელი არაა სკამის ფორმის იყოს, მეორე ნახაზზე ნაჩვენებია ბრტყელი მოწყობილობა, რომელსაც იგივე "ფეხები" აქვს. მისი საშუალებით შეიძლება რაიმე ტვირთის გადატანა. საპატენტო განაცხადის მიხედვით ასეთი მობილური მოწყობილობა შეიძლება განთავსდეს მანქანის საბარგულში ან უკანა დასაჯდომის ქვეშ. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ იმართება "მოსიარულე" სკამი. 52 1-ს მოსწონს
|