x
image
ციცი
Mediator image
"სერიოზული აფიორაა... გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას..."-ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

image
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და ყველაზე პოპულარული ტელე-შოუს "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს. საქმე ეხება ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც ნანუკას სახელს გასახდომი წამლის რეკლამირებისათვის იყენებს და უამრავი ადამიანი შეცდომაში შეყავს. ჟურნალისტი ხალხს მოუწოდებს, რომ არ ენდონ ამ კომპანიის რეკლამას, ვინაიდან მას გახდომის მიზნით არასდროს არ დაულევია წამალი. გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან ამ წამლის მიღება საფრთხეს შეუქმნის მათ. ნანუკა ითხოვს, რომ ამ განცხადების გავრცელებაში დაეხმარონ, რათა არ გაებნენ გახდომის მსურველები მათ ხაფანგში:



"მეგობრებო, არასოდეს, არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია.
უფრო მეტიც, უკვე დავიწყეთ გარკვევა, რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც იტყუება ჩემი სახელით და შეცდომაში შეჰყავხართ თქვენ.
ეს კომპანია მოსკოვში საქმიანობს. საერთოდ არ არიან რეგისტრირებული საქართველოში. დავურეკეთ, ვითომ შეძენის კუთხით და ოპერატორმა აეროპორტის მაგისტრალზე მაწოდებენ წამალს, არც კი ვიცი ვისგან ვყიდულობო.
სერიოზული აფიორაა და არ გაეხვიოთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, რომელსაც აშკარად შეექმნება საფრთხე ამ წამლის მიღების შემდეგ.
გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში. 50-ზე მეტ შეტყობინებას ვიღებ დღეში. როგორც ჩანს, ბევრი შედის შეცდომაში."
image

0
1302
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0