ვარსკვლავები ნინი ბადურაშვილის უმცროსი და ამღერდა (+ვიდეო) 2017, 31 მაისი, 22:08 ![]() ეკა კახიანის ოჯახი და ქალიშვილები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. ნინი ბადურაშვილი ეკას უფროსი ქალიშვილი და პოპულარული ქართველი მომღერალია, შუათანა ქალიშვილი ანასტასია წარმატებული მოდელია, პატარა ქალიშვილმა ქეთო თოფურიძემ სკოლა ახლა დაამთავრა. ქეთო 18 წლისაა, კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს, მაგრამ არ სურს დედისა და დის კვალს გაჰყვეს. მისი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე სწავლაა. ქეთოს იშვიათად თუ ნახავთ ამღერებულს, სკოლის ბანკეტი კი სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევათაგანი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელშ გავრელდა ვიდეო, რომელშიც სცენაზე მდგარი ქეთო თოფურიძე მღერის. ქეთომ ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. როგორც თავად აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიღება ცოტა უჭირდა, თუმცა დედის რჩევა გაითვალისწონა, შედეგით კი ძალიან კმაყოფილია. "ოპერაციის ძალიან მეშინოდა, ჩემი ცხვირიც ძალიან არ მომწონდა, მაგრამ ვიძახდი რომ ჯანდაბას იყოს. ეკას დავყავდი სხვადასხვა ქირურგებთნ და ახატინებდა სხვადასხვ ვარიანტებს"-გვიამბობდა გოგონა. ![]() ![]() ყვითელ პრესაში გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ქეთო შეყვარებულია. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტოებიც გავრცელდა, თუმცა თავად კომენტარს არ აკეთებს. ![]() თქვენთვის საინტერესო: "მიხარია, რომ ელენეს ასეთი კარგი მამა ჰყავს"-ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმართან შერიგებაზე "ქორწინება იმიტომ შედგა, რომ ამქვეყნად ელენე მოსულიყო"-ნინი ბადურაშვილი დანგრეულ ოჯახზე რატომ მოხვდა ნინი ბადურაშვილის მამა ფსიქიატრიულ კლინიკაში და რას გვიამბობს ის სიძეზე? ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი მამის ასლია (+ფოტოები) ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი მამასთან ერთად ისვენებს (+ფოტოები) 664 3-ს მოსწონს
|