ვარსკვლავები "არ მესმის ასეთი ბოროტის"-თამო ვაშალომიძე მძიმე ავარიას გადაურჩა 2015, 29 დეკემბერი, 14:27 ფოტომოდელი და სექსსიმბოლო თამო ვარშალომიძე ავარიას გადაურჩა. როგორც ირკვრვა, მისი მნქანის ბორბლებს ვინტები დააძვრეს, რამაც თამოს უსაფრთხო მგზავრობაზე იმოქმედა. "ოთხ ბორბალზე ვინტები დამხვდა მომძვრალი, 1 ბორბალზე მარტო 1 ვინტი იყო დარჩენილი, კინაღამ ცუდ ავარიაში მოცყევი. მადლობა ღმერთს გაჩერება შევძელი მანქანის... ასეთი რამ რატომ უნდა გააკეთო, არ მესმის ასეთი ბოროტის"- წერს თამო სოციალურ ქსელში. მომხდარმა ფაქტმა მისი მეგობრები და გულშემატკივრები აღაშფოთა, ერთნი ამტკიცებენ, რომ თამომ სამართალდამცველებს უნდა მიმართოს, მეორენი კი ინციდენტს ქურდობას უკავშირებენ. "ისე ბოროტება შეიძლება არაფერ შუაში იყოს... იპარავენ და ყიდიან მაგას დაშლილებში 5 ლარად თითოს". "თითოს რას ამბობ თამო???? გადავირიეეეეე ეს რა ხალხიააა.. მთავარია კარგად ხარ..."-წერს ნინი ონიანი. "გავგიჟდი ეს რა ბორეტებაა როგორ უნდა გშურდეს რომ ამ დონემდე მივიდეს ადამიანი.ღმერთს ძალიან ყვარებიხარ". შეგახსენებთ რომ, მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებამ სკანალურად გიცნო. მედავითნე, რომელიც გაშიშვლდა დღეების მანძილზე განხილვის საგნად იქცა. მოგვიანებით კი გადაცემა "პროფილში" პირდ ცხოვრებაზე, ოჯახსა და მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა: "იყო კონფლიქტები ოჯახში, რის გამოც 9 წლის წინ წამოვედი სახლიდან. დედა ბებოს სცემდა, მეც ცუდად მექცეოდა - თმით მითრევდა, სიტყვიერად მემუქრებოდა. იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა". დღეს პოპულარული სახეა, ქართულ შოუბიზზნესში თავი უკვე დაიმკვიდრა და ერთ-ერთი უკრაინული ჟურნალისთვისაც გადაიღო თამამი ფოტოები. 546 3-ს მოსწონს
|