x
image
K.P.
ია ფარულავა საკუთარი სილამაზის საიდუმლოს გვიმხელს: "მაყურებელი მაპატიებს, რომ გავსივდე, დავმახინჯდე, დავბერდე, გავჭაღარავდე?"
image
მსახიობი ია ფარულავა მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ის იმ იშვიათთაგანია, რომლების ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდებიან.

ია საკუთარი სილამაზის საიდულმოს გვიმხელს: "შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვივარჯიშო და ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. შაქარი რაციონიდან საერთოდ ამოვიღე, ერთი წელია, რაც ჩემთვის აკრძალული ხილია. ხორცზეც უარი ვთქვი..

მაყურებელი მაპატიებს, რომ გავსივდე, დავმახინჯდე, დავბერდე, გავჭაღარავდე? მაყურებელს ლამაზი, ახალგაზრდა ია ფარულავა მოსწონს."

image


ია ამჟამად დაქორწინებული გახლავთ მუსიკოს ტარიელ სუარზე. მათი რომანი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. ია ფარულავა 21-ე საუკუნის კონკიად იქცა, რომლისაც ბევრ ქალს შეშურდა. სამწუხაროდ ურთიერთობა მალევე დაეძაბათ. ტარიელმა საყვარელი მეუღლე "მიშა პარიკმახერთან" მიმოწერაში ამხილა. წყვილმა სკანდალების შემდეგ ურთიერთობა დაალაგა და კვლავ ერთად განაგრძობს თანაცხოვრებას.

ია ბოლო დროს იშვიათად სტუმრობს "ყვითელ გადაცემებს", ინტერვიუებითაც აღარ გვანებივრებს. როგორც თავად ამტკიცებს, ეს ყველაფერი მობეზრდა. მსახიობმა პირად ცხოვრებასაც ტაბუ დაადო. ზოგოერთების მტკიცებით ეს ყველაფერი ტარიელ სუარის გავლენით მოხდა, თუმცა ამ ჭორებს ის ფაქტი აბათილებს, რომ ტარიელი იშვიათად ამბობს უარს ტელეეკრანზე გამოჩენაზე. ია ხალხთან სოციალური ქსელების მეშვეობით კონტაქტობს და როგორც ამბობს, მათი ყურადღებით განებივრებულია.image

0
468
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0