x
image
K.P.
"გრემი 2014"–საუკეთესო კაბები
imageწუხელ, 27 იანვარს ლოს-ანჯელესში მუსიკალური სამყაროს ყველაზე დიდი ჯილდოს გრემის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ეს მოვლენა მსოფლიოში არავის გამორჩენია. სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი ქალბატონი გახლდათ, რომლებიც ცნობილი დიზაინერების კებებში გამოწყობილები ანათებდნენ ცერემონიალს.

თვალი გადავავლოთ ყველაზე მომხიბვლელ ქალბატონებს, რომლებიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ და რომელთა სამოსმა მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

image

































სიარამ ამ დღისთვის "Emilio Pucci"-ის ოქროსფერი კაბა შეარჩია. მომღერალმა ორსულობის გამო წონაში მოიმატა, მაგრამ ამის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.


image

































რიტა ორა წითელ ხალიჩაზე ულამაზესი "Lanvin"-ის კაბით წარსდგა.

მომწვანო ფერის კაბაში იგი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ანათებდა და საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო.

image

































დივად აღიარებული ტეილორ სვიფტი "Gucci"-ის ვერცხლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი. მან საერთო იმიჯისამკაულებით არ გადატვირთა და პატარა საყურესა და ბეჭედს დასჯერდა.

image

































ანა ფერისის მუქი ლურჯი კაბა მოდის კრიტიკოსებმა ერთხმად აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესოდ.


image

































არიანა გრანდე წითელ ხალიჩაზე "Dolce & Gabbana"-ს კაბით ვიხილეთ. მან დაამტკიცა, რომ ვიწრო გრძელი კაბა სულაც არ არის საჭირო, რომ გაღიარონ ყველაზე ელეგანტურად.

image


































კიდევ ერთი მობრჭყვილე ვარსკვლავი კრის ტეიგენი გახლდათ, რომელიც "Johanna Johnson"-ის კაბაში იყო გამოწყობილი.

image

































ჯულია რობერტსი წითელ ხალიჩაზე "Elie Saab"-ის კაბით ვიხილეთ. მსახიობმა დაამტკიცა, რომ მოკლე კაბა შესანიშნავი არჩევანია.

image


































ბიონსემ კარგად იცის როგორ იყოს სკნდალური, თამამი და ელეგანტური. იგი "Michael Costello"-ს გამჭვირვალე კაბით ვიხილეთ.

image

































კელი ოსბურნს ყურადღების მისაქცევად არჩევანი ნათელი ფერის კაბაზე არ შეუჩერებია. იგი ძალიან ელეგენტური იყო "Badgley Mischka"-ს შავ კაბაში. თვლები კი მისი თმის ფერს ძალიან უხდებოდა.

image

































პარის ჰილტონმა თამამი არჩევანი გააკეთა და დაჯილდოვებაზე "Haus of Milan"-ის თეთრი კაბით ვიხილეთ. ლამაზმანმა ზუსტად იცის რა უხდება მის სახესაც და ტანსაც.








0
188
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0